ამორფული სხეული
From Wikipedia, the free encyclopedia
ამორფული სხეულები — მყარი სხეულები, რომელთა ატომურ მესერს აქვს ახლო წყობა და არ აქვს შორი წყობა, რომელიც დამახასიათებელია კრისტალური სტრუქტურისთვის.
ამორფული სხეულებისათვის დამახასიათებელია თვისებების იზოტროპია და განსაზღრული დნობის ტემპერატურის არ არსებობა: ტემპერატურის მომატებასთან ერთად ამორფული სხეულები თანდათანობით რბილდებიან და მინირების ტემპერატურაზე ზევით (Tg) გადადის თხევად მდგომარეობაში.