![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/90/%25D0%25A5%25D0%25BE%25D0%25BC%25D1%258F%25D0%25BA_%25D0%25B1%25D1%2580%25D0%25B0%25D0%25BD%25D0%25B4%25D1%2582%25D0%25B0.jpg/640px-%25D0%25A5%25D0%25BE%25D0%25BC%25D1%258F%25D0%25BA_%25D0%25B1%25D1%2580%25D0%25B0%25D0%25BD%25D0%25B4%25D1%2582%25D0%25B0.jpg&w=640&q=50)
ამიერკავკასიური ზაზუნა
ძუძუმწოვარი ცხოველი მღრღნელების რიგისა / From Wikipedia, the free encyclopedia
ამიერკავკასიური ზაზუნა (ლათ. Mesocricetus brandti) — ძუძუმწოვარი ცხოველი მღრღნელების რიგისა. გავრცელებულია ბულგარეთში, რუმინეთში, მცირე აზიაში, ჩრდილო-დასავლეთ ირანში, ამიერკავკასიაში, დაღესტანში. საქართველოში გვხვდება ლიხის (სურამის) ქედის აღმოსავლეთით; სამცხე-ჯავახეთში, ქართლში, კახეთში. ვერტიკალურად ვრცელდება ზღვის დონიდან 2800 მეტრამდე. ბინადრობს ველებზე, ნათეს მინდვრებში, ზეგნებზე, ზოგჯერ 2 მეტრამდე სიღრმის სოროს თხრის.
სწრაფი ფაქტები ამიერკავკასიური ზაზუნა, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
ამიერკავკასიური ზაზუნა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Mesocricetus brandti (Nehring, 1898) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
![]() IUCN 3.1 Near Threatened : 13220 | |||||||||||||||
|
დახურვა
აქვს 40–50 გრამის ტევადობის ლოყისქვეშა პარკები, რომლებიც იხსნება პირის ღრუში. ამ პარკებით ამიერკავკასიურ ზაზუნას საკვები გადააქვს და იკეთებს ზამთრის მარაგს. მრავლდება წელიწადში ორჯერ. თითოეულ ჯერზე შობს 12–15 ნაშიერს. ზიანს აყენებს მარცვლეულის ნათესებს. საქართველოში მცირერიცხოვანია. შეტანილია „საქართველოს წითელ წიგნში“.