From Wikipedia, the free encyclopedia
ამიერკავკასიის რკინიგზა — რკინიგზა, რომელიც გადაჭიმულია საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიებზე.
რკინიგზის მშენებლობა დაიწყო 1865 წელს ქალაქ ფოთიდან. ფოთი - ზესტაფონის მონაკვეთი გაიხსნა 1871 წლის 14 აგვისტოს ხოლო მთელი სისტემა ამოქმედდა 1872 წელს. ბაქოში ნავთობის წარმოებასთან დაკავშირებით აუცილებელი გახდა მისი ტრანსპორტირება მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებში და 1883 წელში გაიხსნა სამტრედია - ბათუმისა და თბილისი - ბაქოს ხაზები.
1899—1908 წლებში ექსპლუატაციაში შევიდა თბილისი - ალექსანდროპოლი — ერევანი — ჯულფა ხაზი.
1925 სარკინიგზო ქსელს უერთდება ლენინაკანი — არტიკი, ხოლო 1935 წელს კი ბროწეულა — წყალტუბო რომლის ერთ-ერთ შტოს გუმბრინის სადგური წარმოადგენდა, შემდგომ 1940 წელს გაიხსნა გორი - ცხინვალისა და ცხაკაია (სენაკი) — სოხუმის ფოთისა და ტყვარჩელის განშტოებით. შავი ზღვის სანაპიროზე ერთიანი გამჭოლი ხაზი აიგო 1942 წლის ბოლოს, ხოლო 1949 წელს ექსპლუატაციაში შევიდა სოხუმი - ადლერის ხაზი.
1967 წელს ამიერკავკასიის რკინიგზის ხაზის ნაწილი რომელიც მდებარეობს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გამოეყო მას და ფუნქციონირებს როგორც დამოუკიდებელი რკინიგზა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.