ამერიკული საშინელებათა ისტორია: ფსიქიატრიული კლინიკა
From Wikipedia, the free encyclopedia
ამერიკული საშინელებათა ისტორია: ფსიქიატრიული კლინიკა (ინგლ. American Horror Story: Asylum) — ამერიკული ტელეკომპანია FX-ის ანთოლოგიური საშინელებათა ჟანრის სატელევიზიო სერიალ ამერიკული საშინელებათა ისტორიის მეორე სეზონი, მისი პრემიერა გაიმართა 2012 წლის 17 ოქტომბერს და დასრულდა 2014 წლის 23 იანვარს. წინა სეზონის მკვლელი სახლი განსხვავებით მეორე სეზონში დაემატა სრულიად ახალი პერსონაჟები და ახალი ადგილმდებარეობა რითიც ოფიციალურად დადასტურდა, რომ სერიალი ანთოლოგიური ხასიათისაა.
![]() | |
მონაწილეობენ |
|
---|---|
ქვეყანა | აშშ |
ეპიზოდი | 13 |
ორიგინალური არხი | FX |
ეთერში | 17 ოქტომბერი, 2012 (2012-10-17) – 23 იანვარი, 2013 (2013-01-23) |
ეპიზოდების სია |
მეორე სეზონში სიუჟეტი ვითარდება 1964 წელს მასაჩუსეტსის შტატში მდებარე ბრაირკლიფის ფსიქიატრიულ კლინიკაში, სადაც გადმოცემულია კლინიკის პერსონალის და პაციენტების ისტორიები როგორც ამწყოდან ისე წარსულიდან. პირველი სეზონის მსახიობებიდან მონაწიელობა მიიღეს: ფრენსის კონროი, ჯესიკა ლანგი, დილან მაკდერმოტი, სარა პოლსონი, ივან პიტერსი, ზაქარი კუინტო და ლილი რეიბი.
როგორც მისმა წინამორბედებმა სეზონმა ფსიქიატრიული კლინიკამ კრიტიკოსების მხრიდან დაიმსახურა დადებითი შეფასება. სეზონმა მიიღო ემის ჯილდოს 17 ნომინაცია მათ შორის საუკეთესო ლიმიტირებული სერიალის ნომინაციაში და ოთხი ნომინაცია ლანგის, პოლსონის, ჯეიმზ კრომველის და კუინტოს სამსახიობო შესრულებისთვის. მათგან მხოლოდ კრომველმა გაიმარჯვა ნომინაციაში მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი მინი სერიალში.
მიუხედავად სერიალის ანთოლოგიური ხასიათისა ფსიქიატრიული კლინიკის რამდენიმე პერსონაჟი დაბრუნდა სერიალის მეოთხე სეზონში მახინჯების შოუ და მეექვსე სეზონში როანოკი, მსახიობებმა ლილი რეიბი, სარა პოლსონი, ნაომი გროსმანი და ჯონ კრომუელი დააბრუნეს თავიანთი პერსონაჟები მონაზონი მარი ეუნისე, ლანა უინტერსი, პეპერი და ახალგაზრდა ექიმი არტურ არდენი.