ამერიკული საშინელებათა ისტორია: სასტუმრო
From Wikipedia, the free encyclopedia
ამერიკული საშინელებათა ისტორია: სასტუმრო (ინგლ. American Horror Story: Hotel) — ამერიკული ტელეკომპანია FX-ის ანთოლოგიიური საშინელებათა ჟანრის სატელევიზიო სერიალ ამერიკული საშინელებათა ისტორიის მეხუთე სეზონი, მისი პრემიერა გაიმართა 2015 წლის 7 ოქტომბერს და დასრულდა 2016 წლის 13 იანვარს. სასტუმრო არის სერიალის პირველი სეზონი სადაც მონაწილეობა არ მიიღეს სერიალის უცვლელმა მსახიობებმა ჯესიკა ლანგი და ფრენსის კონროი. წინა სეზონებიდან მონაწილეობა მიიღეს: ივან პიტერსი, სარა პოლსონი, დენის ოჰარე, ლილი რეიბი, კეთი ბეიტსი, ანჯელა ბასეტი, კლოე სევინი, ფინ ვიტროკი, უეს ბენტლი, გაბოურეი სიდიბე, მერ უინინგჰემი, მეტ ბომერი, კრისტინა ესტაბრუკი, მეტ როსი, ჯონ კეროლ ლინჩი, და ანტონი რუივივარი. მეხუთე სეზონს ასევე დაემატნენ ახალი მსახიოები ლედი გაგა და შეიენ ჯექსონი. წინა სეზონის მახინჯების შოუს მსგავსად მეხუთე სეზონზეც დაირღვა სერიალის ანთოლოგია და იგი დაკავშირებული იქნა პირველ სეზონთან მკვლელი სახლი და მესამე სეზონთან ალქაჯთა კრება. მეხუთე სეზონში გამოჩნდა მკვლელი სახლის თავდაპირველი მფლობელი ექიმი ჩარლზ მანტგომერი (როსი), მისი რეალტორი მერსი (ესტაბრუკი) და ექსტრასენსი ბილი დინ ჰოვარდი (პოლსონი), ხოლო მესამე სეზონიდან გამოჩნდა ალქაჯი ქუინი (სიდიბე).
![]() | |
მონაწილეობენ |
|
---|---|
ქვეყანა | აშშ |
ეპიზოდი | 12 |
ორიგინალური არხი | FX |
ეთერში | 7 ოქტომბერი, 2015 (2015-10-07) – 13 იანვარი, 2016 (2016-01-13) |
ეპიზოდების სია |
სერიალში მოქმედებები ვითარდება ლოს-ანჯელესში მდებარე იდუმალებით მოცულ სასტუმრო კორტეზში, რომლის ყურადღებაც მიიქცია მკლელმა დეტექტივმა (ბენტლი). კორტეზში ვითარდება უცნაური და ანომალური მოვლენები, რომელსაც სათავეში უდგას მისი მფლობელი გრაფინია (გაგა) რომელიც არის მოდაზე შეყვარებული 111 წლის სისხლისმწოველი. სასტუმროს საფუძვლად უდევს სერიულ მკვლელ ჰ.ჰ. ჰოლმსის მიერ ჩიკაგოში 1893 წელს აშენებული სასტუმრო, რომელიც აშენდა მსოფლიო კოლუმბიური ექსპოზიციის ფარგლებში. მოგვიანებით სასტუმროს ეწონა „მკვლელობათა სასახლე“, ჰოლმსი სასტუმროს იყენებდა წამებისთვის, მკლელობისთვის და მტკიცებულებების გაქრობისთვის, როგორც ეს სასტუმრო კორტეზში ხდება. სერიალში ჩნდება ორი სერიული მკლელი პირველი ათი მცნების მკვლელი რომელიც ირჩევს მისი მსხვერპლს ბიბლიური სწავლებების შესაბამისად და მეორე დემონი რომელიც სასტუმროს ნომერში აუპატიურებს სტუმრებს.
სერიალმა მიიღო რვა ემის ჯილდოს ნომინაცია, მათ შორის ორი ნომინაცია პოლსონის და ბეიტსის სამსახიობო შესრულებისთვის. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სერიალი არ იქნა წარდგენილი ემიზე საუკეთესო ლიმიტირებული სერიალის ნომინაციაში. გარდა ამისა ჯესიკა ლანგის შემდეგ გაგა გახდა სერიალის პირველი მსახიობი რომელმაც სერიალში შესრულებული როლისთვის მიიღო ოქროს გლობუსის ჯილდო ნომინაციაში საუკეთესო ქალი მსახიობი მინი სერიალში, თავად სასტუმრო კი წარდგენილი იქნა ნომინაციაში საუკეთესო მინი სერიალი ან სატელევიზიო ფილმი.