ამერიკული საშინელებათა ისტორია: მკვლელი სახლი
From Wikipedia, the free encyclopedia
ამერიკული საშინელებათა ისტორია: მკვლელი სახლი (ინგლ. American Horror Story: Murder House) — ამერიკული ტელეკომპანია FX-ის ანთოლოგიური საშინელებათა ჟანრის სატელევიზიო სერიალის ამერიკული საშინელებათა ისტორია პირველი სეზონი, მისი პრემიერა გაიმართა 2011 წლის 5 ოქტომბერს და დასრულდა იმავე წლის 21 დეკემბერს. სეზონი აწარმოა კომპანია 20th Century Fox Television, ხოლო აღმასრულებელი პროდიუსერები არიან დანტე დი ლორეტო, რაიან მერფი და ბრედ ფელჩაკი.
![]() | |
მონაწილეობენ |
|
---|---|
ქვეყანა | აშშ |
ეპიზოდი | 12 |
ორიგინალური არხი | FX |
ეთერში | 5 ოქტომბერი, 2011 (2011-10-05) – 21 დეკემბერი, 2011 (2011-12-21) |
| |
ეპიზოდების სია |
სეზონის სიუჟეტი მიმდინარეობს 2011 წელს და მის ცენტრში არის ჰარმონთა ოჯახი: ექიმი ბენ ჰარმონი, მის ცოლი ვივიენი და მათი თინეიჯერ ქალიშვილ ვიოლეტი, რომლებიც საცხოვრებლად გადავლენ ბოსტონიდან ლოს-ანჯელეში მდებარე ძველ აღდგენილ სახლში რომელიც შეპყრობილი აქვთ სახლის წინა მფლობელების და მათი მსხვერპლების მოჩვენებებს.
პირველმა სეზონმა კრიტიკოსების მხრიდან დაიმსახურა დადებითი შეფასება და რეიტინგის მიხედვით დასახელდა წლის ყველაზე რეიტინგულ ახალ სერიალად. სეზონმა დაიმსახურა მრავალი ჯილდო და ნომინაცია, მათ შორის წარდგენილი იქნა ოქროს გლობუსზე საუკეთესო სატელევიზიო დრამაში და ასევე მიიღო ემის ჯილდოს 17 ნომინაცია. მსახიობმა ჯესიკა ლანგი სერიალში შესრულებული როლისათვის მიიღო ოქროს გლობუსის, კინომსახიობთა გილდიის და ემის ჯილდოები.
მიუხედავად სერიალის ანთოლოგიური ხასიათისა მკვლელი სახლის რამდენიმე პერსონაჟი დაბრუნდა სერიალის მეხუთე სეზონში სასტუმრო. მსახიობებმა კრისტინა ესტაბრუკი, სარა პოლსონი, მეტ როსი დააბრუნეს თავიანთი პერსონაჟები რეალატორი მერსი, ბილი დინ ჰოვარდი და ექიმი ჩარლზ მანტგომერი.