ამერიკული საშინელებათა ისტორია: ალქაჯთა კრება
From Wikipedia, the free encyclopedia
ამერიკული საშინელებათა ისტორია: ალქაჯთა კრება (ინგლ. American Horror Story: Coven) — ამერიკული ტელეკომპანია FX-ის ანთოლოგიური საშინელებათა ჟანრის სატელევიზიო სერიალ ამერიკული საშინელებათა ისტორიის მესამე სეზონი. მისი პრემიერა გაიმართა 2013 წლის 9 ოქტომბერს და დასრულდა 2014 წლის 29 იანვარს. მესამე სეზონში სიუჟეტი ვითარდება 2013 წელს ახალ ორლეანში, სადაც გადმოცემულია სალემის ალქაჯთა კრების ბრძოლა გადარჩენისათვის. სეზონი ასევე მოიცავს დაბრუნებებს 1830-იან, 1910-იან და 1970-იან წლებში.
![]() | |
მონაწილეობენ |
|
---|---|
ქვეყანა | აშშ |
ეპიზოდი | 13 |
ორიგინალური არხი | FX |
ეთერში | 9 ოქტომბერი, 2013 (2013-10-09) – 29 იანვარი, 2014 (2014-01-29) |
ეპიზოდების სია |
მსახიობებმა წინა სეზონუდან მონაწილეობა მიიღეს: რობინ ბარლეტი, ფრენსის კონროი, ჯესიკა ლანგი, სარა პოლსონი, ივან პიტერსი და ლილი რეიბი. ასევე პირველი სეზონიდან დაბრუნდნენ მსახიობები: ტაისა ფარმიგა, ჯემი ბრიუერი, დენის ოჰარე და ალექსანდრა ბრეკენრიჯი.
როგორც მისმა წინამორბედებმა სეზონმა ალქაჯთა კრებამ კრიტიკოსების მხრიდან დაიმსახურა ძირითადად დადებითი შეფასება და შეინარჩუნა ძლიერი რეიტინგები, სეზონის საპრემიერო პირველ ეპიზოდს თვალს ადევნებდა 5.54 მილიონზე მეტი მაყურებელი. სეზონმა მიიღო ემის ჯილდოს 17 ნომინაცია მათ შორის საუკეთესო ლიმიტირებული სერიალის ნომინაციაში და ხუთი ნომინაცია ლანგის, ბასეტის, პოლსონის, კონროი და კეთი ბეიტსის სამსახიობო შესრულებისთვის. დამატებით ალქაჯთა კრება წარდგენილი იქრა ოქროს გლობუსზე საუკეთესო მინისერიალის ნომინაციაში.