ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაცია
From Wikipedia, the free encyclopedia
ამერიკის სახელმწიფოების ორგანიზაცია (ინგლ. The Organization of American States, აკრონიმი OAS, ან, როგორც ის ცნობილია დანარჩენ სამ ოფიციალურ ენაზე - OEA), საერთაშორისო ორგანიზაცია, შტაბ-ბინით ვაშინგტონში (კოლუმბიის ოლქი). მისი წევრია ამერიკის კონტინენტების 35 დამოუკიდებელი სახელმწიფო. ორგანიზაცია შეიქმნა 1948 წლის 30 აპრილს საერთაშორისო კონფერენციაზე ბოგოტაში (კოლუმბია), პანამერიკული კავშირის ბაზაზე, რომელიც 1889 წლიდან არსებობდა.