From Wikipedia, the free encyclopedia
ამერიგო ვესპუჩი (Amerigo Vespucci; დ. 19 მარტი, 1454, ფლორენცია — გ. 22 თებერვალი, 1512) — იტალიელი ვაჭარი, მკვლევარი და კარტოგრაფი. მას მთავარი როლი ეკავა ორ რეისში, რომლებიც იკვლევდა სამხრეთ ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს 1499–1502 წლებში. მეორე რეისის დროს აღმოაჩინა, რომ სამხრეთი ამერიკა იმაზე მეტად ფართოვდებოდა სამხრეთისკენ, ვიდრე ევროპელებმა იცოდნენ. ამ ფაქტმა დაარწმუნა, რომ ეს მიწა იყო ახალი კონტინენტის ნაწილი. მის მიხედვით სახელდებულია ამერიკის კონტინენტები.
ვესპუჩი დაიბადა ფლორენციაში, იტალიაში, დიდგვაროვან ოჯახში. მამამისი იყო ნოტარიუსი ფულის გადამცვლელი გილდთა ფლორენციაში. ვესპუჩი მუშაობდა მედიჩის საგვარეულო სახლის მოხელედ, 1491 წელს მათ გაგზავნეს ვესპუჩი სევილიაში, ფირმის აგენტად. 1499-1500 წლებში იმყოფებოდა ესპანეთის საზღვაო სამსახურში. 1501-1504 წლებში მსახურობდა პორტუგალიის საზღვაო სამსახურში. 1499-1504 წლებში მონაწილეობდა ამერიკის ნაპირებისკენ მოწყობილ რამდნეიმე ექსპედიციაში. შემდეგ ისევ დაბრუნდა ესპანეთში და 1508-1512 წლებში ეკავა კასტილიაში მთავარი მესაჭის პოსტი. მისი წერილები ამერიკული ექსპედიციების შესახებ 1505-1510 წლებში რამდენჯერმე გამოიცა. ლოთარინგიელმა კარტოგრაფმა მარტინ ვალდზეემიულერმა 1507 წელს გამოაქვეყნა მსოფლიო რუკა, სადაც მან ახალ კონტინენტს უწოდა „ამერიკა“, ვესპუჩის პირველი სახელი. ეს სახელი თავდაპირველად სამხრეთ ამერიკას დაერქვა, თუმცა 1538 წელს მერკატორის რუკაზე იგი ჩრდილოეთ ამერიკაზეც გავრცელდა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.