From Wikipedia, the free encyclopedia
ამბატო (ესპ. Ambato) — ქალაქი ეკვადორში, ცენტრალური ანდების ხეობაში, მდინარე ამბატოს ნაპირებზე. წარმოადგენს ტუნგურაუას პროვინციის დედაქალაქს და მდებარეობს ზღვის დონიდან 2 577 მეტრზე. ზშირად, ზედმეტსახელად „ყვავილებისა და ხილის ქალაქსა“ და „ეკვადორის ბაღს“ უწოდებენ.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ამბატო Ambato | |||
| |||
ქვეყანა | ეკვადორი | ||
პროვინცია | ტუნგურაუა | ||
კანტონი | ამბატო | ||
კოორდინატები | 1°14′30″ ს. გ. 78°37′11″ დ. გ. | ||
ქალაქის მერი | ფერნანდო კალიეხას ბარონა | ||
დაარსდა | 1698 | ||
ფართობი | 46,50 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 2 577 მ | ||
მოსახლეობა | 350 000 კაცი (2010) | ||
სასაათო სარტყელი | UTC-5 | ||
სატელეფონო კოდი | (+593) 3 | ||
საფოსტო ინდექსი | EC180150 | ||
ოფიციალური საიტი | ambato.gob.ec/indexn/index.php | ||
ისტორიის მანძილზე, ძლიერი მიწისძვრის გამო, ქალაქი რამდენიმეჯერ დაინგრა სრულიად ან ნაწილობრივ, მათ შორის, ყველაზე ბოლოს 1949 წლის 5 აგვისტოს, როდესაც სრულიად განადგურდა კათედრალი. მომდევნო ორ წელიწადში, ქალაქი სრულად აღადგინეს. თებერვალში, კარნავალის დროს, ადგილობრივები ყვავილებისა და ხილის ფესტივალს აწყობენ.
ქალაქი 1698 წელს დაარსდა.
ამბატო მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია, მასზე გაივლის პანამერიკული მაგისტრალი.
ქალაქიდან კარგად მოჩანს რამდენიმე ვულკანი, მათ შორის კოტოპახი, ტუნგურაია, კარიგუარაისო და ჩიმბორასოს მთა. საშუალო წლიური ტემპერატურა 13 — 15 °C-ია, ყველაზე თბილი თვეებია ნოემბერი და დეკემბერი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.