![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1c/Redl_Alfred.jpg/640px-Redl_Alfred.jpg&w=640&q=50)
ალფრედ რედლი
From Wikipedia, the free encyclopedia
ალფრედ რედლი (ინგლ. Alfred Redl; დ. 1864 წლის 14 მარტი, ლემბერგი, გალისია, ავსტრიის იმპერია - გ. 1913 წლის 25 მაისი, ვენა, ავსტრია-უნგრეთის იმპერია) - ავსტრიელი სამხედრო ოფიცერი, რომელიც სათავეში ჩაუდგა ევიდენზბიუროს, ავსტრია-უნგრეთის არმიის გენერალური შტაბის კონტრდაზვერვის ფრთას. რედლი პირველი მსოფლიო ომის ჯაშუშთა სამსახურის ერთ-ერთი წამყვანი პიროვნება იყო;
ალფრედ რედლი | |
---|---|
![]() | |
ეროვნება |
![]() |
დაბადების თარიღი | 14 მარტი, 1864 |
დაბადების ადგილი | ლემბერგი, გალისია, ავსტრიის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 25 მაისი, 1913 (49 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ვენა, ავსტრია-უნგრეთის იმპერია |
ჯარის სახეობა | Austro-Hungarian Army |
წოდება | პოლკოვნიკი |
ჯილდოები | რკინის გვირგვინის ორდენი |
რედლი ფარულად ასევე იმპერიული რუსეთის არმიის სადაზვერვო სამსახურში მუშაობდა. მას შემდეგ რაც რუსმა ჯაშუშმა ამხილა ის, რედლმა თავი მოიკლა. მიუხედავად იმისა, რომ ჯაშუშობის მოტივაცია გაურკვეველია, ზოგი ისტორიკოსის აზრით, რედლს აშანტაჟებდა რუსეთის დაზვერვა, რომელმაც აღმოაჩინა მისი ჰომოსექსუალობა. სხვა შესაძლო მიზეზები, რომლებიც ისტორიკოსებმა განიხილეს, იყო სიხარბე, კარიერული იმედგაცრუება, მონარქიის უკმაყოფილება / ან ნარცისიზმი. მიუხედავად იმისა, რომ მან თავი მოიკლა, მაინც უცნობი რჩება, პოლკოვნიკი რედლი დიდწილად იყო პასუხისმგებელი თუ არა ავსტრია-უნგრეთის კატასტროფულ სამხედრო მარცხებსა და დამანგრეველ საბრძოლო დანაკარგებზე პირველი მსოფლიო ომის დროს. ამ მიზეზით, ჰაბსბურგის იმპერიის მრავალი ისტორიკოსი, მათ შორის ამერიკელი ალენ დულესი და საბჭოთა კავშირის გენერალი მიხეილ მილშტეინი, ეთანხმებიან იმ ფაქტს რომ რედლი ისტორიაში ერთ-ერთი მთავარ მოღალატედაა შერაცხული.[1]