From Wikipedia, the free encyclopedia
ალფაჰორ ან ალაჰუ [1] ტრადიციული საკონდიტრო ნაწარმია, რომელიც გვხვდება ანდორაში, არგენტინაში, ბოლივიაში, ჩილეში, კოლუმბიაში, ეკვადორში, პარაგვაიში, პერუში, ფილიპინებში, სამხრეთ ბრაზილიაში, სამხრეთ საფრანგეთში, ესპანეთში, ურუგვაისა და ვენესუელაში.[2] იგი მზადდება პატარა ცილინდრის ფორმის სახით და იყიდება ინდივიდუალურად ან რამდენიმე ნაჭრიან ყუთებში.
ესპანელი ფილოლოგისა და დიალექტოლოგის მანუელ ალვარ ლოპესის თანახმად, ალფაჰორი კასტილიური ალაჰუს ანდალუსილური ვარიანტია. ის მომდინარეობს არაბული სიტყვიდან ალ ფახერ (الفاخر), რაც მდიდრულს ნიშნავს. ეს სიტყვა ესპანურ ლექსიკონებში მე -14 საუკუნეში იქნა შეტანილი.
ესპანურ ენაზე ისტორიული ლექსიკონების გამოქვეყნება საშუალებას გვაძლევს ალფაჰორის ორივე სახელწოდებას გავეცნოთ. ალაჰური ტკბილეულის რეგიონალური ვარიაციაა, რომელიც მზადდება ნუშის, კაკლის, პურის მარცვლებისა და თაფლის ცომისაგან. არ არის გამორიცხული, რომ ალფაჰორი და ალაჰუ, როგორც ტერმინები არაბებმა სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას დაამკვიდრეს თანამედროვე ესპანეთის ტერიტორიაზე. ენობრივი თვალსაზრისით, ორივე ტერმინი ერთი და იგივე სიტყვისაგან მომდინარეობს. ამერიკის კონტინენტებზე ტერმინი ალფაჰორი მე-19 საუკუნემდე არ იყო შესული.[3]
712 წელს, არაბი გენერალი მუსა იბნ ნუსაირი 18 000 ჯარისკაცთან ერთად ესპანეთში დასაპყრობად შევიდა. მსგავსი ტკბილეული სახელწოდებით ალაუ გვხვდება არაბულ-ესპანურ მზარეულთა წიგნში ქითაბ ალ თაბიხ (Kitab al-Tabikh), რომელიც ანონიმური ავტორის მიერაა შეტანილი. ტერმინი ალფახორ ესპანურ ლექსიკონში მე-12 საუკუნეში გამოჩნდა.
რეცეპტის მიხედვით აუცილებელია გამოიყენოთ მხოლოდ სუფთა თაფლი, ნუში, კაკალი, პურის მარცვალი, შაქარი, ფქვილი და სანელებლები, როგორიცაა სეზამი, კინანტრო და დარიჩინი. ალფაჰორის ფორმა ცილინდრული უნდა იყოს, რომლის მინიმალური წონა 30 გრამია, მაქსიმალური სიგრძე- კი 7 სანტიმეტრი. სიგანე არ უნდა აღემაატებოდეს 1.5 სანტიმეტრს. თითოეული ორცხობილა სპეციალურად უნდა იყოს შეფუთული ქაღალდში. ინდივიდუალურად შეფუთვის შემდეგ, ისინი შეიძლება შეფუთონ ხის ან მუყაოს კოლოფებში, მაგრამ არასოდეს ფუთავენ პლასტმასის ჭურჭელში. [4]
ესპანეთში ალფაჰორების მოსამზადებლად სხვადასხვა რეცეპტები არსებობს, მაგრამ ყველაზე ტრადიციულია ფქვილის, თაფლის, ნუშისა და რამდენიმე სანელებლის ნაზავი, მაგალითად დარიჩინის. ალფაჰორები ყველაზე ხშირად იყიდება შობის დღესასწაულზე, მაგრამ მედინა სიდონიაში, ისინი ხელმისაწვდომია მთელი წლის განმავლობაში. ტრადიციული ესპანური დესერტი ამ ქალაქში (სადაც მას ალაჰუს უწოდებენ) უძველესი დროიდან მზადდებოდა და რეცეპტი ტრადიციულად მამისგან შვილს გადაეცემოდა.[5]
მედინა სიდონიაში ალფაჰორების წლიური წარმოება დაახლოებით 45 000 კილოგრამს შეადგენს. კერძს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კადიზის პროვინციაში. ასევე პოპულარულია სევილიაში, მალაგასა და ჰუელვაში.
სამხრეთ ამერიკაში ალფაჰორები გვხვდება განსაკუთრებით არგენტინაში, ურუგვაიში, ეკვადორში, პარაგვაიში, ბოლივიაში, ჩილეში, კოლუმბიაში, პერუში, ვენესუელასა და ბრაზილიაში. მე -19 საუკუნის შუა წლებიდან ალფაჰორები გავრცელდა არგენტინასა და ურუგვაიში, სადაც პოპულარულობა მალევე მოიპოვა. ესპანური ვერიანტისგან განსხვავებით, სამხრეთ ამერიკაში დესერტისთვის ორი, ერთნაირი ზომის ფუნთუშა მზადდება, რომლებიც ერთმანეთზე ლაგდება და რომელთა შუალედიც სხვადასხვა შიგთავსით ივსება. მათი ზედაპირი შეიძლება დაფარული იყოს შაქრის ფხვნილით (ტრადიციული), მოჭიქული შაქრით (Santafesinos ან "de nieve"), გახეხილი ქოქოსით ან შოკოლადით.[6]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.