ალჟირის ისტორია
From Wikipedia, the free encyclopedia
ალჟირის ისტორია — იწყება ჩრდილოეთ აფრიკის ნაყოფიერ სანაპიროს დაბლობზე, რომელსაც ხშირად უწოდებენ მაღრობს. უწინ ჩრდილოეთ აფრიკა სატრანზიტო რეგიონს წარმოადგენდა, იმ ადამიანებისთვის, ვინც ევროპიდან ახლო აღოსავლეთისკენ მიდიოდნენ, ამრიგად, ამ რეგიონის მცხოვრებლებზე გავლენას ახდენდნენ სხვა ქვეყნიდან ჩამოსული ადამიანები, მათ შორის კართაგენელები, რომაელები და ვანდალები. ახ.წ. VIII საუკუნის დასაწყისში რეგიონი დაიპყრეს მუსლიმებმა, მაგრამ 740 წელს, ბერბერთა აჯანყების შემდეგ, მათ ტერიტორიები დატოვეს. ოსმალეთის მმართველობის პერიოდში ალჟირი იყო მონათა ვაჭრობის ცენტრი, რამაც მრავალი საზღვაო კონფლიქტი გამოიწვია. ქვეყნის უახლეს ისტორიაში ბოლო მნიშვნელოვანი მოვლენები იყო ალჟირის ომი და ალჟირის სამოქალაქო ომი.