From Wikipedia, the free encyclopedia
ალმანახი „ჯავახიანი“ ივანე ჯავახიშვილის ცენტრის პერიოდული ორგანოა, რომელიც მიზნად ისახავს ივანე ჯავახიშვილის მემკვიდრეობის კვლევის შედეგების გამოქვეყნებას. ალმანახის I ტომი „საქართველოს საზღვრების პრობლემას XX საუკუნის I ნახევარში და ივანე ჯავახიშვილი“ ეძღვნება საქართველოს საზღვრების პრობლემას. იგი 3-ნაწილიანია. ყველა ნაწილს თან ერთვის ბიბლიოგრაფია, გეოგრაფიული და პირთა საძიებლები. ალმანახში გამოქვეყნებულ ნაშრომებში და უცვლელად არის დატოვებული ავტორისეული ტექსტების სტილს. ასევე შენარჩუნებულია ერთსა და იმავე ნაშრომში ერთი და იგივე სიტყვის განსხვავებულ ფორმებიც. ტექსტში ჩარევა მოხდა მინიმლაურად – კორექტურული შეცდომების გასწორების მიზნით.
ვიკიპედიის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, ეს სტატია ხელახლა დაწერას საჭიროებს. |
სტატიაში გამოყენებულია ბევრი პირველადი წყარო. |
სარედაქციო კოლეგია:
დავით სართანია (მთავარი რედაქტორი)
ავთანდილ უჯმაჯურიძე, გია ჩხიკვიშვილი
ტომის რედაქტორები:
დალი ნიკოლაიშვილი - თსუ გეომორფოლოგიისა და კარტოგრაფიის კათედრის გამგე,
პროფესორი, საქართველოს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი, საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაციის (ICA) ეროვნული წარმომადგნელი; ავთანდილ უჯმაჯურიძე-
ისტორიკოსი, ივანე ჯავახიშვილის ცენტრი.
I ნაწილი იწყება იმ ამოცანების განხილვით, რომელიც მიზნად დაისახა ივანე ჯავახიშვილის ცენტრმა. ამასთან აქ წარმოდგენილია კვლევები, სადაც გაანალიზებულია პირველი მსოფლიო ომის შემდეგ საქართველოს საზღვრების ფორმირების საკითხი და მასში ივანე ჯავახიშვილის წვლილი. აქ თავმოყრილია კვლევები, სადაც სხვადასხვა კუთხითაა შეფასებული მეცნიერის ხედვა საქართველოს საზღვრების ფორმირებასთან მიმართებაში, გაანალიზებულია ის რეალობა, რამაც განაპირობა ჩვენი ქვეყნის საზღვრების ისტორიული ტრანსფორმაციები და თანამედროვე სახით მისი ჩამოყალიბება. აქვე დანართის სახით, მოცემულია ამავე საკითხებზე 1990-იან წლებში და მის შემდგომ გამოქვეყნებული ნაშრომები.
I ნაწილში ჩართულია შემდეგი ნაშრომები:
I ნაწილის დამატება
II ნაწილი
II ნაწილი ივანე ჯავახიშვილის ცენტრისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი გამოცემაა. მოცემული ნაშრომების ერთი ნაწილი საქართველოსა და მის გარშემო განვითარებული პოლიტიკური პროცესების რეტროსპექტივაა, შექმნილი ამ მოვლენათა მომსწრეთა და მონაწილეთა მიერ 19171921 წლებში ან მის ახლო ხანებში. ისინი ასახავენ XX საუკუნის დასაწყისში საქართველოსა და მის გარშემო არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებას. ამ მიზნით შეირჩა ყველაზე თვალსაჩინო ნაშრომები (ს. კაკაბაძე, გ. გვაზავა, ზ. ავალიშვილი), რომლებიც მოკლედ აღნუსხავენ იმ პერიოდის სურათს. ზოგიერთ მათგანი მოცემულია მთლიანად, ზოგიერთი კი – ფრაგმენტების სახით. მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა იმდროინდელ (19171921 წლების) პრესაში დაბეჭდილ მასალებს. ეს ცნობები საკმაოდ ფართო და მრავალფეროვანია: საქართველოს ტერიტორიის საზღვრების დადგენა და ცალკეული პოლიტიკური პარტიების ან საზოგადო მოღვაწეთა თვალსაზრისი ამ თემაზე, საზღვრების დამდგენი კომისიების მუშაობა, ინფორმაცია პარიზის სამშვიდობო კონფერენციისა და საქართველოს დელეგატთა მგზავრობა-შეხვედრების თაობაზე, საზღვრების თემატიკაზე წაკითხული ლექციები, სასაზღვრო ზოლის დემოგრაფიული ვითარება და სხვ. ამით შევეცადეთ შეძლებისდაგვარად სრულყოფილად წარმოგვედგინა ის პუბლიკაციები, რომლებშიც ჩვენი ქვეყნის საზღვრების ისტორიული ცვლილებების გამაპირობებელი პროცესებია განხილული. აქ ჩართულია როგორც ქართულ, ისე უცხო ენაზე (რუსული, ფრანგული, ინგლისური) გამოცემული საგაზეთო პუბლიკაციები. პერიოდული გამოცემები დალაგებულია ქრონოლოგიურად, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, თვალი მივადევნოთ ქვეყანაში და მის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს ისე, როგორც ის რეალურ დროში მიმდინარეობდა.
II ნაწილში ჩართულია შემდეგი ნაშრომები:
აგრეთვე სტატიები პერიოდულ გამოცემებში:
III ნაწილი
ალმანახაის პრეზენტაცია ივანე-ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმში სოფ. ხოვლეში
ალმანახი „ჯავახიანი“ #1 (2018 წელი)
ალმანახი „ჯავახიანი“ #2 (2019 წელი)
ალმანახი „ჯავახიანი“ #3 (2020 წელი)
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.