არგენტინული საფეხბურთო კლუბი From Wikipedia, the free encyclopedia
ალმაგრო (ესპ. Club Almagro) — არგენტინული საფეხბურთო კლუბი ქალაქ ბუენოს-აირესიდან. ჩამოყალიბდა 1911 წლის 6 იანვარს. ასპარეზობს არგენტინის პრიმერა დივიზიონის შემდეგ სიძლიერით მეორე — არგენტინის პრიმერა B ნასიონალის დივიზიონში.[2]
სრული სახელი |
Club Almagro კლუბ ალმაგრო | |||
---|---|---|---|---|
მეტსახელი | Tricolor (სამფეროვნები) | |||
დაარსდა | 6 იანვარი, 1911 | |||
სტადიონი |
ესტადიო დე ალმაგრო [1] ბუენოს-აირესი, არგენტინა (ტევადობა: 13 000 მაყურებელი) | |||
პრეზიდენტი | ხულიო კუჩი | |||
მწვრთნელი | ნორბერტო პაპარატო | |||
ლიგა | პრიმერა B ნასიონალი | |||
2021 | მე-9 | |||
საიტი | ოფიციალური საიტი | |||
|
„ალმაგროს“ ისტორია სათავეს 1911 წლის 6 იანვრიდან იღებს. კლუბი არგენტინის მეორე დივიზიონში გამარჯვების შემდეგ არგენტინის პრიმერაში პირველად 1938 წელს აღზევდა. მეორედ პრიმერა B ნასიონალში 1968 წელს გაიმარჯვა, თუმცა პრიმერაში გადასასვლელ ტურნირზე წარმატება ვერ მოიპოვა. კლუბმა სეზონების უმეტესობა არგენტინის მეორე დივიზიონში, ხოლო რამდენიმე სეზონი — მესამე დივიზიონში გაატარა. 2000 და 2004 წლებში „ალმაგრომ“ ორჯერ მოახერხა არგენტინის პრიმერაში აღზევება, თუმცა ვერ შეძლო უმაღლეს დივიზიონში ადგილის შენარჩუნება და ორივეჯერ პირველივე სეზონის შემდეგ მისი დატოვება მოუწია.
2017–18 წლების სეზონზე „ალმაგრო“ ახლოს იყო უმაღლეს დივიზიონში დაბრუნებასთან. გუნდმა საფეხბურთო კლუბ „ალდოსივისთან“ ერთად ქულათა თანაბარი რაოდენობა დააგროვა, თუმცა გადამწყვეტი ე.წ. „ოქროს შეხვედრა“ დათმო ანგარიშით 1–3. უმაღლეს დივიზიონში მეორე საგზურის მოსაპოვებლად მეორე-მეცხრე ადგილოსან გუნდებს შორის პლეი-ოფი დაინიშნა. „ალმაგროს“ აღნიშნულ პლეი-ოფში ყველაზე სუსტი გუნდი პრიმერა B ნასიონალის დებიუტანტი — „აგროპეკუარიო“ [3] შეხვდა, რომელთანაც საკუთარ მოედანზე ჩასატარებელ შეხვედრაში ნახევარფინალში გადასასვლელად ფრეც ჰყოფნიდა, თუმცა მარ-დელ-პლატაში გამართული ეს მატჩი „აგროპეკუარიოს“ გამარჯვებით — 2–0 დამთავრდა[4] და „ალმაგრო“ ამჯერადაც უმაღლესი დივიზიონის მიღმა დარჩა.[5][6][7][8][9][10][11]
ორასიო რამირესი, ლუკას კალვინიო, ფრანსისკო ხავიერ დელ რიეგო ფლორესი. |
მაქსიმილიანო არიელ გარსია, ადრიან ნაუელ ტორესი, რამირო ესეკიელ არიასი, ნიკოლას არეჩეა, ლეანდრო ლუგარსო, ნაუელ ოსკარ ბასუალდო, როდრიგო არიელ ისკო, სანტიაგო ლოპესი. |
მარკოს ლიტრე, დამიან არსე, ივან რიკარდო რამირესი, მარიანო დამიან პუჩი, ლუკას ესეკიელ პიოვი, მაურო ესეკიელ გონსალესი, ალეხანდრო გალიეგო, ბრიან ლეონელ ბენიტესი. |
ხუან მანუელ მარტინესი, ეიალ სტრამანი, ლეონარდო სამუელ აკოსტა, ხოაკინ სუვიელესი, ჯონათან ტორესი, ესეკიელ დენისი, ლაუტარო ივან კარაჩინო. |
2020 წლის 6 იანვრის მონაცემებით [12] შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.
|
|
პრეზიდენტი | პერიოდი | წყარო |
---|---|---|
დანიელ ალეხანდრო პოვეა (ესპ. Daniel Alejandro Povea) | 1911–1912 | |
მარტინ ედუარდო რულიე (ესპ. Martin Eduardo Roulier) | 1913–1915 | |
არტურო კოსტა (ესპ. Arturo Costa) | 1916–1918 | |
მიგელ ორტის დე სარატე (ესპ. Miguel Ortiz de Zárate) | 1919–1927 | |
რომულო ტრუკო (იტალ. Romúlo Truco) | 1928–1930 | |
რომულო კუადრელი (იტალ. Romúlo Cuadrelli) | 1930–1932 | |
სელესტინო გულიემი (იტალ. Celestino Gugliemi) | 1933–1935 | |
რაულ ექტორ კოლომბო (ესპ. Raúl Héctor Colombo) | 1936–1938 | |
მანუელ კასასი (ესპ. Manuel Casas) | 1939–1941 | |
რაულ ექტორ კოლომბო (ესპ. Raúl Héctor Colombo) | 1942–1949 | |
ფერმინ დონსელი (ესპ. Fermín Donzelli) | 1950–1952 | |
ანტონიო სანსინეტო (ესპ. Antonio Sancineto) | 1952–1956 | |
ხუან ანსელმო ტომარო (ესპ. Juan Anselmo Tomaro) | 1956–1961 | |
ალფრედო ბრანეირო (ესპ. Alfredo Brañeiro) | 1962–1963 | |
ხუან ანსელმო ტომარო (ესპ. Juan Anselmo Tomaro) | 1964–1969 | |
ტომას ბოლადო (ესპ. Tomás Bolado) | 1970–1971 | |
ხუან კარლოს მანფრედი (ესპ. Juan Carlos Manfredi) | 1972–1974 | |
ორასიო ინიგო კარერა (ესპ. Horacio Iñigo Carrera) | 1975–1976 | |
ხუან ანსელმო ტომარო (ესპ. Juan Anselmo Tomaro) | 1976–1982 | |
ხორხე რუბენ რომეო (ესპ. Jorge Rubén Romeo) | 1982–1991 | |
ხოსე ანტონიო პერეირო (ესპ. José Antonio Pereiro) | 1992–1993 | |
ექტორ სლუგა (ესპ. Héctor Sluga) | 1994–1996 | |
რაფაელ მოტოლა (ესპ. Rafael Mottola) | 1997–1998 | |
დარდო დე მარკი (იტალ. Dardo De Marchi) | 1998–1999 | |
ენრიკე ბისიო (ესპ. Enrique Bisio) | 2000–2002 | |
ხოსე ანტონიო პერეირო (ესპ. José Antonio Pereiro) | 2002–2003 | |
რაფაელ მოტოლა (ესპ. Rafael Mottola) | 2004–2007 | |
პედრო ბენედეტო (ესპ. Pedro Benedetto) | 2007 | |
ექტორ სლუგა (ესპ. Héctor Sluga) | 2008 | |
ალეხანდრო პრეხელი (ესპ. Alejandro Prejel) | 2009–2010 | |
ხუან კარლოს კარინელი (ესპ. Juan Carlos Carinelli) | 2010–2014 | |
ხულიან რომეო (ესპ. Julián Romeo) | 2014–2021 | |
ხულიო კუჩი (ესპ. Julio Cucchi) | 2021– |
თემატური საიტები |
---|
Almagro100.com.ar · Almagro de mi Vida · Azul, Blanco y Negro · FcTables · Football World Rankings დაარქივებული 2020-04-12 საიტზე Wayback Machine. · Foro Tricolor · Pasión Tricolor · Promiedos · Soccerway · Transfermarkt |
ვიდეო |
---|
El Show de Almagro · YouTube |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.