![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c5/Alicia_Silverstone_2019_by_Glenn_Francis.jpg/640px-Alicia_Silverstone_2019_by_Glenn_Francis.jpg&w=640&q=50)
ალისია სილვერსტოუნი
From Wikipedia, the free encyclopedia
ალისია სილვერსტოუნი (ინგლ. Alicia Silverstone, (/əˈliːsiə/ Ə-lee-SEE-ə;[1]; დ. 4 ოქტომბერი, 1976) — ამერიკელი მსახიობი, პროდიუსერი, აქტივისტი.[2] სადებიუტო როლი შეასრულა ფილმში „ვნება“, რამაც მას 1994 წელს MTV-ის კინოჯილდო მოუტანა, საუკეთესო გამრღვევი შესრულებისთვის. შემდგომში იგი მოზარდების კერპად იქცა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჯგუფ Aerosmith-ის სამ მუსიკალურ ვიდეოში გამოჩნდა. 1995 წელს ითამაშა წარმატებულ ფილმში „სულელი“ (რამაც მისი Columbia-სთან მრავალმილიონიანი კონტრაქტი უზრუნველყო), ხოლო 1997 წელს - ფილმში „ბეტმენი და რობინი“, ბეტგერლის როლში. იგი განაგრძობდა ფილმებში, სატელევიზიო პროექტებსა და სცენაზე თამაშს.
სწრაფი ფაქტები ალისია სილვერსტოუნი, დაბადების სახელი ...
ალისია სილვერსტოუნი | |
---|---|
![]() სილვერსტოუნი 2019 წელს | |
დაბადების სახელი | 4 ოქტომბერი, 1976 (1976-10-04) (47 წლის) |
დაბადების თარიღი | სან-ფრანცისკო, კალიფორნია, აშშ |
რეზიდენცია | ლოს-ანჯელესი, კალიფორნია |
საქმიანობა | მსახიობი, პროდიუსერი, ავტორი, აქტივისტი |
აქტიური | 1992–დღემდე |
მეუღლე(ები) |
კრისტოფერ ჯარეკი (2005–დღემდე) |
შვილ(ებ)ი | 1 |
საიტი | thekindlife.com |
დახურვა
სილვერსტოუნი ვეგეტარიანელია, მხარს უჭერს PETA-ს საქმიანობას და გამოცემული აქვს წიგნი კეთილი დიეტა.