ალექსანდრე ჩხეიძე
From Wikipedia, the free encyclopedia
ალექსანდრე ჩხეიძე (დ. 1873 — გ. 1941) — ქართველი გენერალი. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. მსახურობდა პოლონეთსა და საქართველოში. ალექსანდრე ჩხეიძე იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო სკოლის უფროსის მოადგილე, შემდგომში - უფროსი. 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომში პოლკოვნიკი ჩხეიძე სარდლობდა კოჯორ-ტაბახმელის ფრონტის სექტორს, მათ შორის - იუნკრების დანაყოფს.[1]
ალექსანდრე ჩხეიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 5 ივლისი, 1873 |
დაბადების ადგილი | ქუთაისის გუბერნია |
გარდაცვალების თარიღი | 1941 |
გარდაცვალების ადგილი | მოსკოვი |
კუთვნილება |
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა პოლონეთი |
ჯარის სახეობა | infantry |
წოდება | გენერალი |
მეთაურობდა | Tiflis Mikhailovskoe infantry school |
ბრძოლები/ომები |
1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომი პოლონეთ-საბჭოთა რუსეთის ომი |
ჯილდოები | წმინდა ვლადიმერის მე-3 ხარისხის ორდენი და Medal "In memory of the 300th anniversary of Romanov dynasty" |
კოჯორ-ტაბახმელის ბრძოლების დროს პოლკოვნიკმა ჩხეიძემ წარმოთქვა საქართველოს სამხედრო ისტორიისთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სიტყვა.[1]
1922 წლიდან, საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, მარშალ იუზეფ პილსუდსკის მიწვევით, არაერთ ქართველ ოფიცერთან ერთად შევიდა პოლონეთის რესპუბლიკის სამსახურში. სხვადასხვა დროს ასწავლიდა პოლონეთის სამხედრო სასწავლებლებში და მსახურობდა სხვადასხვა დანაყოფში. 1927-1931 წლებში მეთაურობდა პოზნანის მე-14 დივიზიას. პოლონეთის ჯარში სამსახურისას მიენიჭა გენერლის წოდება.[1]
1939 წელს, აღმოსავლეთ პოლონეთის წითელი არმიის მიერ ოკუპაციისას, საბჭოთა რუსულმა საოკუპაციო ძალებმა დააპატიმრეს, ბრალად წაუყენეს საქართველოს არმიის შემადგენლობაში ყოფნისას წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლა, ვარშავის ქართული კომიტეტის წევრობა და პოლონეთის არმიაში სამსახური. სიკვდილით დასაჯეს მოსკოვში, სავარაუდოდ, 1941 წლის ზამთარში.[1]