From Wikipedia, the free encyclopedia
ალექსანდრე პუშკინის ბიუსტი თბილისში — რუსი პოეტის, ალექსანდრე პუშკინის ბიუსტი, ქალაქ თბილისში, თავისუფლების მოედნის სიახლოვეს (მოქანდაკე ფ. ხადოროვიჩი).
ალექსანდრე პუშკინის ბიუსტი | |
---|---|
მდებარეობა | თბილისი, თავისუფლების მოედანი, პუშკინის სკვერი |
მოქანდაკე | ფ. ხადოროვიჩი |
მასალა | ბრინჯაო |
დასრულების თარიღი | 25 მაისი, 1892 |
მიძღვნილია | ალექსანდრე პუშკინი |
1829 წელს ა. პუშკინი მოქმედ არმიაში გამგზავრებისას გაჩერდა თბილისში, სადაც მან დაჰყო ორი კვირა (26 მაისიდან 10 ივნისამდე)[1]. 60 წლის შემდეგ, იმ სახლის წინ სადაც ის ცხოვრობდა გადაწყდა პოეტის პატივსაცემად დაედგათ ბრინჯაოს ბიუსტი. 1905-1906 წლებში შენობა რომელშიც პუშკინი ცხოვრობდა აიღეს, ხოლო მის მაგივრად ააშენეს ე. წ. პუშკინის პასაჟი. შენობას მოგვიანებით გაუკეთდა დაშენება[2].
1890 წლის 15 თებერვალს თბილისის პოლიცმეისტერმა ლ. ა. როსინსკიმ ქალაქის საკრებულოს მიმართა ხელმომწერთა თხოვნით: 1) ალექსანდრე პუშკინის ძეგლისათვის გამოყოფილიყო ადგილი ერივანსკის მოედანზე მდებარე ბაღში რომელსაც შემდგომში პუშკინის სკვერს დაარქმევდნენ, და 2) ალექსანდრე პუშკინის ბიუსტი ყოფილიყო სანქტ-პეტერბურგში მდებარე იმპერატორ ალექსანდრე I-ის ბიუსტის ანალოგი. ბიუსტის შესაქმნელად შეგროვდა 2281 რუბ. 05 კაპ. შემოთავაზება მიღებულ იქნა ქალაქის დუმის მიერ 1890 წლის 30 აპრილს, ხოლო პროექტი დამტკიცდა პეტერბურგში 1891 წლის 14 მარტს.
პროექტი შესრულდა თავისუფალი მოქანდაკის — ფელიქს ხოდოროვიჩის მიერ თბილისში. შეთანხმებისამებრ, შესრულება 1891 წლის 1 ივნისს დაიწყო და 1891 წლის 19 ოქტომბერს დაამთავრა, რაზეც დაიხარჯა 2236 რუბლი. კონკრეტულად კი:
ბიუსტი ჩამოასხეს პეტერბურგში კ. ვერფელის ქარხანაში. პიედესტალი კი თბილისში ქუთაისური წითელი და ნაცრისფერი ფერის კვადრებით დამუშავდა ვინჩენცო პალაჯის სახელოსნოში. პიედესტალზე დაგეგმილი იყო ორი წარწერა:
წინა მხარეს -
„რუს. Забуду ли кремнистыя вершины,Гремучіе ключи, увядшія равнины,Пустыни знойныя, края, гдѣ ты со мной Дѣлилъ души младыя впечатлѣнья.“ |
ზურგის მახრეს -
„რუს. ...Одинъ въ вышинѣ Стою надъ снѣгами стремнины; Орелъ, съ отдаленной поднявшись вершины,
Паритъ неподвижно со мною наравнѣ.“ |
მაგრამ შემდგომ წარწერები ამოიღეს და და დარჩა სახელი, გვარი და მამის სახელი, რომელიც ასევე არ ჩაეტია და სახელი და მამის სახელი ჩაანაცვლეს ინიციალებით А . С.
1892 წლის 25 მაისს მოხდა ძეგლის საზეიმო გახსნა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.