ალექსანდრეს ბაღი (მოსკოვი)
From Wikipedia, the free encyclopedia
ალექსანდრეს ბაღი (რუს. Александровский сад) — პარკი მოსკოვში. მდებარეობს მოსკოვის ტვერის რაიონში, კრემლის დასავლეთის კედელთან. გადაჭიმულია რევოლუციის მოედნიდან კრემლის სანაპირომდე. პარკი დაარსდა 1812 წელს, მისი ფართობია 10 ჰექტარი და შედგება სამი ნაწილისაგან: ზემო, შუა და ქვემო ბაღებისაგან. პარკში მდებარეობს ისეთი ისტორიული ობიექტები, როგორიცაა კრემლის კუტაფიის კოშკი, იტალიური გამოქვაბული, რომანოვების მმართველობის 300 წლისთავისადმი მიძღვნილი ობელისკი და სხვა. განსაკუთრებული ადგილი უჭირავს 1812 წლის საფრანგეთ-რუსეთის ომისა და დიდი სამამულო ომისადმი მიძღვნილ ძეგლებს[1].