ალგირდასი
From Wikipedia, the free encyclopedia
ალგირდასი (ბელარ. Альгерд, ლიეტ. Algirdas, დ. 1296 — გ. 24 მაისი, 1377) — ლიტვის დიდი სამთავროს მთავარი. გედიმინასის შვილი, კეისტუტისის ძმა. სამთავროს მართავდა 1345-1377 წლებში. მისი მმართველობის პერიოდში მნიშვნელოვნად გაფართვდა სამთავროს საზღვრები.
სწრაფი ფაქტები ალგირდასი, ლიტვის დიდი სამთავროს მთავარი ...
ალგირდასი | |
---|---|
ბელარ. Альгерд, ლიეტ. Algirdas | |
ლიტვის დიდი სამთავროს მთავარი | |
მმართ. დასაწყისი: | 1345 |
მმართ. დასასრული: | 1377 |
წინამორბედი: | იავნუტისი |
მემკვიდრე: | იაგაილო |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1296 |
გარდ. თარიღი: | 24 მაისი, 1377 |
დინასტია: | გედიმინოვიჩები |
მამა: | გედიმინასი |
დახურვა
მამის, გედიმინასის გარდაცვალების შემდეგ მისი სამთავრო იყოფა მისი ოჯახის წევრებს შორის. იავნუტისს შეხვდა ვილნა. 1345 წელს კეისტუტისმა აიღო ვილნა და გადასცა ალგირდასს. კეისტუტისმა და ალგირდასმა დადეს ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ისინი ინარჩუნებდნენ მჭიდრო კავშირს და მეგობრობას. ალგირდასმა მთელი თავისი ძალა მოახმარა სამთავროს საზღვრების გაფართოებას.
გარდაიცვალა 1377 წლის 24 მაისს.