![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/d9/Al_Gore.jpg/640px-Al_Gore.jpg&w=640&q=50)
ალბერტ გორი
From Wikipedia, the free encyclopedia
ალბერტ (ელ) გორი (ინგლ. Albert (Al) Gore; დ. 31 მარტი, 1948) — ამერიკელი პოლიტიკოსი და ეკოლოგი. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი 1993-2001 წლებში ბილ კლინტონის ადმინისტრაციაში. ვიცე-პრეზიდენტობამდე ჯერ წარმომადგენელთა პალატის (1977-1985), შემდეგ კი სენატის (1985-1993) წევრი იყო და ტენესის შტატს წარმოადგენდა. დოკუმენტურმა ფილმმა „უხერხული სიმართლე“ გორის მონაწილეობით ამერიკის კინოაკადემიის ოსკარი მიიღო, ხოლო 2007 წელს ნობელის მშვიდობის პრემია გაიყო კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფთან ერთად.
ალბერტ გორი Albert Gore | |
![]() ალბერტ გორი, 2007 წელი | |
აშშ-ის 45-ე ვიცე-პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
20 იანვარი, 1993 – 20 იანვარი, 2001 | |
პრეზიდენტი | ბილ კლინტონი |
წინამორბედი | დენ ქუეილი |
მემკვიდრე | დიკ ჩეინი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
3 იანვარი, 1985 – 2 იანვარი, 1993 | |
წარმომადგენელთა პალატის წევრი ტენესიდან | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
3 იანვარი, 1977 – 3 იანვარი, 1985 | |
დაბადებული | 31 მარტი, 1948 (72 წლის) ვაშინგტონი |
პოლიტიკური პარტია | დემოკრატიული პარტია |
მეუღლე | მერი ელიზაბედ გორი |
რელიგია | ბაპტისტი |
ხელმოწერა | ![]() |
გორი 2000 წელს დემოკრატების მხრიდან ნომინირებული იყო პრეზიდენტის კანდიდატურაზე, რაც საბოლოოდ ამერიკის ისტორიაში ყველაზე წინააღმდეგობრივი არჩევნები გამოდგა. ფლორიდის შტატში ხმის მიცემის სისტემაში დარღვევებისა და სასამართლოში გასაჩივრებების მთელი სერიის მიუხედავად, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ, საბოლოო გადაწყვეტილებაში საქმეში „ბუში გორის წინააღმდეგ“, შეწყვიტა ბიულეტენების გადათვლა და ჯორჯ ბუში არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა.