ალადინი
From Wikipedia, the free encyclopedia
ალადინი - ხალხური ზღაპარი, სავარაუდოდ შუა აღმოსავლური წარმოშობის. მიუხედავად იმისა, რომ "ალადინი" არ არის „ათას ერთი ღამის წიგნის“ ("არაბული ღამეების") ორიგინალური არაბული ტექსტის ნაწილი, ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ზღაპარია, რომელიც ამ კრებულთან ასოცირდება. რეალურად ის წიგნში დაამატა ფრანგმა მთარგნელმა ანტუან გალანდმა, რომელმაც ეს ზღაპარი მარონიტი ქრისტიანი მეზღაპრე ჰანა დიაბისგან გაიგო.
ალადინის ზღაპარი არნე-ტომპსონ-უტერის ინდექსში კლასიფიცირებულია, როგორც ATU 561 - "ალადინი" ალადინის მოთხრობა მდებარეობს ორი მსგავსი ზღაპრის ტიპთან: ATU 560 - "ჯადოსნური ბეჭედი" და ATU 562 - "ლურჯი სული". "ალადინის" ტიპის ისტორიები აღწერენ ღარიბ ჭაბუკებს ან ჯარისკაცებს, რომლებიც ჯადოსნური ნივთის (ბეჭედი, ლამპარი, ყუთი) საშუალებით მდიდრდებიან. შემდგომში ის ნივთს კარგავს და ისევ იბრუნებს.