აკონკაგუა (მდინარე)
From Wikipedia, the free encyclopedia
აკონკაგუა — მდინარე ჩილეში. წარმოიქმნება ანდებში, ზღვის დონიდან 1,430 მ სიმაღლეზე ორი პატარა მდინარის - ხუნკალის და ბლანკოს შერწყმის შედეგად. ამის შემდეგ, მდინარე მიედინება დასავლეთით, საკმაოდ განიერ აკონკაგუას ხეობაში.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აკონკაგუა. |
მდინარის სიგრძეა 142 კმ და მას საკმაოდ აქტიურად იყენებენ ჩილეს ერთ-ერთი ყველაზე მეტად დასახლებული პროვინციის, სან-ფელიპე-დე-აკონგაგუას პროვინციის მიწების მოსარწყავად, რასაც რეგიონის ეკონომიკისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
ერთვის წყნარ ოკეანეს, ქალაქ ვალპარაისოდან 20 კმ-ით ჩრდილოეთით.