![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/8/83/Ai-Petri.jpg/640px-Ai-Petri.jpg&w=640&q=50)
აი-პეტრი
From Wikipedia, the free encyclopedia
აი-პეტრი (უკრ. Ай-Петрі) — მწვერვალი ყირიმის მთებში. სიმაღლე 1234 მ. განარჩევენ მთავარ (1234 მ), დასავლეთსა და აღმოსავლეთ (1100 მ) მწვერვალებს. ციცაბოდ ეშვება შავი ზღვის სანაპირო რაიონში. მეტწილად აგებულია კირქვებით. მთის სიახლოვეს მდებარეობს ქალაქი ალუპკა და დაბა კორეიზი. უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ქარიანი ადგილია. წელიწადში ქარიან დღეთა რაოდენობა უტოლდება 125-ს. ქარის სიჩქარე 50 მ/წმ აღწევს. მიყვანილია ბაგირგზა.
სწრაფი ფაქტები აი-პეტრი ...
აი-პეტრი | |
---|---|
![]() აი-პეტრი | |
კოორდინატები: 44°27′04″ ჩ. გ. 34°03′10″ ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
სიმაღლე | 1234 მ |
ქედი | ყირიმის მთები |
დახურვა