![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/9c/Ayb_High_School.jpg/640px-Ayb_High_School.jpg&w=640&q=50)
აიბ (სკოლა)
From Wikipedia, the free encyclopedia
აიბ (სომხ. Այբ դպրոց) — კერძო საგანმანათლებლო კომპლექსი სომხეთის დედაქალაქ ერევანში. გაიხსნა 2011 წელს Ayb Educational Foundation-ს მიერ. ამჟამად სკოლაში 195 მოსწავლე სწავლობს, სკოლის თანამშრომელთა რაოდენობა კი 53-ს აღწევს. სწავლა სომხურ, რუსულ და ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. მოსწავლეები 12 ბალიანი სისტემით ფასდებიან. აიბ-ის სიმბოლური ფერებია თეთრი და სტაფილოსფერი, დევიზი კი „იცოდე და შექმნი“ (სომხ. Իմա եւ արա და სომხ. Իմացիր և արարիր). სკოლა არაკომერციული ორგანიზაციაა, დარეგისტრირებული როგორც „Ayb Learning Hub Foundation“.