![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/6/63/At-Bashi_River.jpg/640px-At-Bashi_River.jpg&w=640&q=50)
ათ-ბაში (მდინარე)
From Wikipedia, the free encyclopedia
ათ-ბაში (ყირგ. Ат-Башы) — მდინარე ყირგიზეთში. წარმოადგენს მდინარე ნარინის მარცხენა შენაკადს ყირგიზეთის ნარინის ოლქში. სათავეს იღებს ჯანგი-ჯერის ქედის ჩრდილოეთ ფერდობებზე მდინარეების, ულანისა და ჯანგი-ჯერის შერწყმით.
![]() |
ტერმინს „ათ-ბაში“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ათ-ბაში (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები ათ-ბაში Ат-Башы, ქვეყანა ...
ათ-ბაში Ат-Башы | |
---|---|
![]() | |
ქვეყანა | ყირგიზეთი |
სათავე |
მდინარეების, ულანისა და ჯანი-ჯერის შესართავი 41°19′15″ ჩ. გ. 76°40′00″ ა. გ. |
შესართავი |
ნარინი 41°22′20″ ჩ. გ. 75°35′55″ ა. გ. |
შესართავის სიმაღლე | 1 807 მ |
სიგრძე | 180 კმ |
აუზის ფართობი | 5 540 კმ² |
![]() ![]() |
დახურვა
მდინარის სიგრძე შეადგენს 180 კმ-ს, აუზის ფართობი — 5 540 კმ²-ს, საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან — 3 060 მეტრს, წყლის საშუალო წლიური ჩამონადენი — 33,1 მ³/წმ-ს, ხოლო საშუალო სპეციფიკური ჩამონადენი — 5,98 ლ/წმ × კმ²-ს.[1] ათ-ბაშის სანაპიროების გასწვრივ მდებარე დასახლებებიდან აღსანიშნავია ათ-ბაში, თალდი-სუუ და ბოსოღო.