From Wikipedia, the free encyclopedia
ათაქულე (თურქ. Atakule) — 125 მეტრიანი, მაღალი საკომუნიკაციო და სადამკვირვებლო კოშკი, რომელიც მდებარეობს ცენტრალური ანკარის ჩანქაიას რაიონში, თურქეთი, არის ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა. თვითონ ჩანქაიას რაიონი მდებარეობს მთაზე, ამიტომ კოშკის დანახვა ქალაქის ნემისმიერი წერტილიდან შეიძლება თითქმის ნებისმიერ დროს. კოშკის დიზაინი ეკუთვნის არქიტექტორ რაგიფ ბულუჩს, რომლის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა 1987 წლიდან 1989 წლამდე. კოშკის ზედა ნაწილში არსებობს ღია ტერასა და ბრუნავი რესტორანი სახელად Sevilla, რაც სრულ 360 გრადუსიან ბრუნვას ერთ საათს ხარჯავს. Sevilla-ს თავზე არის კიდევ ერთი რესტორანი, Dome, რომელიც არ ბრუნავს და მდებარეობს პირდაპირ გუმბათის ქვეშ. ტერასის ქვეშ არის კაფე, სახელად UFO (უცხოპლანეტელები). კოშკის ქვედა ნაწილში განლაგებულია სავაჭრო ცენტრი და რამდენიმე შიდა და გარე რესტორანი. კოშკი გაიხსნა 1989 წლის 13 ოქტომბერს პრეზიდენტ თურგუთ ოზალის მიერ. სავაჭრო ცენტრის მიმდინარე აღდგენითი სამუშაობების გამო, კოშკი ამ მომენტისთვის დახურულია.
ათაქულე | |
---|---|
Atakule | |
ათაქულეს კოშკი და Atrium მოლი ანკარაში. | |
ზოგადი ინფორმაცია | |
სტატუსი | მოქმედი |
ქვეყანა | თურქეთი |
ქალაქი | ანკარა |
კოორდინატები | 39°53′10″ ჩ. გ. 32°51′22″ ა. გ. |
მფლობელი | ATAKULE GYO |
დაიწყო | 1987 |
დასრულდა | 1989 |
გაიხსნა | 13 ოქტომბერი 1989 |
ზომები და ტექნიკური დეტალები | |
სიმაღლე | 125 მ |
არქიტექტორ(ებ)ი | რაგიფ ბულუჩი |
სართულების რაოდება | 4 |
საიტი | |
atakule.com.tr |
თურქულ ენაში, სიტყვა ata ნიშნავს "წინაპარს" (ან "მამა"-ს ძველი თურქულიდან), რომელიც ხშირად გამოიყენება, როგორც მეტსახელი (ATA) მუსტაფა ქემალ ათათურქისთვის, რომელიც არის თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტი; ხოლო თურქული სიტყვაა kule ნიშნავს "კოშკს".
სავაჭრო ცენტრი Atrium-ი კოშკის მიმდებარედ, ასევე გაიხსნა 13 ოქტომბერს 1989 წელს. ეს იყო პირველი თანამედროვე სავაჭრო ცენტრი ანკარაში და მეორე თურქეთში, Galleria-ს შემდეგ, რომელიც გაიხსნა სტამბოლში 1987 წელს. სავაჭრო ცენტრი დაიხურა პოპულარობის დაკარგვის გამო, რომელიც გამოწვეული იყო ქალაქში უფრო თანამედროვე სავაჭრო ცენტრების გახსნით.[1] ამ დროისთვის ის დანგრეულია და შენდება, როგორც თანამედროვე სტილის სავაჭრო ცენტრი.[2][3]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.