From Wikipedia, the free encyclopedia
აზერბაიჯან-შეერთებული შტატების ურთიერთობები — მოიცავს აზერბაიჯანსა და შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივ დიპლომატიურ ურთიერთობებს 1994 წლიდან[1].
აზერბაიჯანი |
აშშ |
1991 წლის 18 ოქტომბერს აზერბაიჯანის პარლამენტმა მიიღო დამოუკიდებლობის დეკლარაცია. ამის შემდგომ, 1991 წლის 25 დეკემბერს საბჭოთა კავშირმა შეწყვიტა არსებობა და შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად აღიარა 12 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, მათ შორის აზერბაიჯანი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო.[2] 1992 წლის 6 მარტს აზერბაიჯანმა გახსნა თავისი საელჩო ვაშინგტონში, ხოლო 1992 წლის 16 მარტს შეერთებულმა შტატებმა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში.[3][4]
2005 წელს ბარაკ ობამა სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა აზერბაიჯანში აშშ-ს სენატორ რიჩარდ ლუგართან ერთად.[5]
2009 წლის სექტემბერში ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში აშშ-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე გამართულ კონფერენციაზე გამოსვლისას, სახელმწიფო საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილემ უილიამ ჯოზეფ ბერნსმა გამოთქვა შეერთებული შტატებისთვის საინტერესო სამი ძირითადი სფერო აზერბაიჯანთან ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, ესენი იყო: უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობა, ენერგეტიკა და ეკონომიკურ-დემოკრატიული რეფორმები.[6]
აშშ-აზერბაიჯანული კავშირები ეკონომიკურ სფეროში, ძირითადად, განვითარდა კასპიის ენერგო რესურსებისა და მათი დასავლეთ ბაზრებზე მიმართვის თვალსაზრისით. აშშ-ს კომპანიები აქტიურად მონაწილეობენ კასპიის ნახშირწყალბადების გადამუშავებაში, აზერბაიჯანული ოფშორული ნავთობპროექტებში, ხოლო აშშ-ს მთავრობამ აქტიურად დაუჭირა მხარი ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობას, როგორც კასპიის ნავთობის ტრანსპორტირების პირველად მარშრუტს.[7]
2008 წლის იანვარში კომენტარი გააკეთა სენატორმა რიჩარდ ლუგარმა აზერბაიჯანში ვიზიტის შესახებ, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა ჯონ ც.კ.-მ ყოველდღიურმა საგაზეთო გამოცემა „UPI“-მ აზერბაიჯანს უწოდა „დარჩენილი მეგობარი, რომელიც ამერიკას კასპიის აუზთან ჰყავს“.[8]
1995 წელს შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერა ორმხრივ სავაჭრო ხელშეკრულებას აზერბაიჯანთან. ხელი ასევე მოეწერა ორმხრივ საინვესტიციო ხელშეკრულებას, რომელიც მას ბენეფიციარ ქვეყანას უწოდებს პრეფერენციების გენერალიზებული სისტემის („GSP“-ის) პროგრამით.[4] აშშ ასევე მხარს უჭერს აზერბაიჯანის განაცხადს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლასთან დაკავშირებით.[6]
აშშ-აზერბაიჯანის თანამედროვე ურთიერთობებზე ძლიერი გავლენა მოახდინა აშშ-ს ოფიციალურმა პოზიციამ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით. აშშ აქტიურად იყო ჩაბმული კონფლიქტის მოგვარების მცდელობებში 1992 წლიდან. ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კონფერენციის (CSCE; დღეს ეუთო ეწოდება) მისიის ფარგლებში. საბოლოოდ დადგინდა კონფლიქტური მხარეების წარმომადგენლობა ეუთოს მინსკის ჯგუფის მოლაპარაკების ფორმატში.[9]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.