![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/e5/European_Union_Azerbaijan_Locator.svg/langka-640px-European_Union_Azerbaijan_Locator.svg.png&w=640&q=50)
აზერბაიჯან-ევროპის კავშირის ურთიერთობები
From Wikipedia, the free encyclopedia
აზერბაიჯან-ევროპის კავშირის ურთიერთობები მოიცავს აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის ორმხრივ დიპლომატიურ ურთიერთობებს. აზერბაიჯანის რესპუბლიკამ და ევროკავშირმა წლების განმავლობაში შეინარჩუნეს პოზიტიური ურთიერთობა და უფრო მჭიდრო კავშირები მათ შორის 1991 წლიდან დამყარდა.[1] ამჟამად აზერბაიჯანი არის ევროპის მეზობლური პოლიტიკის, აღმოსავლეთის პარტნიორობის და ევროპის საბჭოს ნაწილი. ევროკავშირი არის აზერბაიჯანის ყველაზე დიდი უცხოური საგრანტო დონორი და ინვესტორი, როგორც სამთავრობო სექტორში, ისე სამოქალაქო საზოგადოებაშიც, რაც 1992 წლიდან ევროკავშირის მხრიდან 600 მილიონ ევროზე მეტ დახმარებას ითვალისწინებს.[2]