![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/2e/Stamps_of_Azerbaijan%252C_2016-1284-1285.jpg/640px-Stamps_of_Azerbaijan%252C_2016-1284-1285.jpg&w=640&q=50)
აზერბაიჯანის სამზარეულო
From Wikipedia, the free encyclopedia
აზერბაიჯანის სამზარეულო (აზერ. Azərbaycan mətbəxi) — წარმოადგენს აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნულ კერძებსა და ტკბილეულებს.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/2e/Stamps_of_Azerbaijan%2C_2016-1284-1285.jpg/640px-Stamps_of_Azerbaijan%2C_2016-1284-1285.jpg)
აზერბაიჯანული ეროვნული საკვები ძალიან მრავალფეროვანია, ითვლის ათეულობით სხვადასხვა სახის კერძს: რძის, ხორცის, ფქვილის, ბოსტნეულის და ა.შ. საკვების მომზადებისა და მოხმარების მეთოდები მრავალფეროვანია. წარსულში, საკვები ასევე იცვლებოდა ადამიანების გეოგრაფიული პირობებისა და სოციალური პირობების მდგომარეობიდან გამომდინარე[1].
სამზარეულოს ძირითადი კომპონენტები განისაზღვრება ისლამის მოთხოვნებით და ქვეყნის ბუნებრივი პირობებით: მთამ და სუბტროპიკულმა კლიმატმა განაპირობა ცხვრის, ფრინველის, მდინარის და ზღვის (კასპიური) თევზის გავრცელება, აგრეთვე ხილისა და ბოსტნეულის. სანელებლები და სუნელები, ისევე როგორც მრავალფეროვანი მწვანილი, ფართოდაა გავრცელებული: ოხრახუში, წიწმატი, მწვანე და შავი რეჰანი, კამა, ქინძი, პიტნა, ნიახური, ტარხუნა, მწვანე ხახვი და ა.შ.