From Wikipedia, the free encyclopedia
აზერბაიჯანის საგარეო დაზვერვის სამსახური (აზერ. Azərbaycan Respublikasının Xarici Kəşfiyyat Xidməti) — აზერბაიჯანის სახელმწიფო უწყებათა შორის ერთ-ერთი სპეციალური სამსახურია.
აზერბაიჯანის საგარეო დაზვერვის სამსახური აზერ. Azərbaycan Respublikasının Xarici Kəşfiyyat Xidməti | |
უწყების შესახებ | |
---|---|
შეიქმნა | 2015, 14 დეკემბერი |
უწყების ხელმძღვანელი | ორხან სულთანოვი, საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი |
საგარეო სადაზვერვო სამსახურის მთავარი მიზანია სპეციალური სამსახურების საქმიანობის ეფექტურობის გაზრდა, აგრეთვე სახელმწიფო ადმინისტრირების სტრუქტურის გაუმჯობესება[1].
აზერბაიჯანის საგარეო სადაზვერვო სამსახურის უფროსი არის ეროვნული უშიშროების სამსახურისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი - ორხან სულთანოვი[2][3].
აზერბაიჯანის საგარეო სადაზვერვო სამსახური დაარსდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის 2015 წლის 14 დეკემბრის ბრძანებულებით, ეროვნული უშიშროების სამინისტროს საფუძველზე[1].
2017 წლის გაზაფხულზე, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას აზერბაიჯანის საგარეო სადაზვერვო სამსახურის გერბის შესახებ[4].
2017 წლის დეკემბერში ხელი მოეწერა პრეზიდენტის ბრძანებულებას „აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო დაზვერვის სამსახურის 2017-2021 წლების საქმიანობის გაუმჯობესების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“[5].
2018 წლის იანვარში,აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოეწერა ბრძანებულებას საგარეო დაზვერვის სამსახურის თანამშრომელთა რაოდენობაში
ცვლილებების შეტანის შესახებ[6].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.