From Wikipedia, the free encyclopedia
აზერბაიჯანის კლიმატი − მოიცავს 11 არსებული კლიმატური ზონიდან 9-ს.[1][2]
აზერბაიჯანი მდებარეობს სუბტროპიკული ზონის უკიდურესად ჩრდილოეთ ნაწილში, კავკასიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში და ირანის მთიანეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. რთული გეოგრაფიული მდებარეობა და ლანდშაფტი, კასპიის ზღვასთან სიახლოვე, მზის რადიაციის გავლენა, სხვადასხვა წარმოშობის ჰაერის მასები და სხვ. განაპირობენენ აზერბაიჯანის კლიმატოლოგიურ მრავალფეროვნებას.[3][4]
ძირითადად მთიანი ქვეყანა გარშემორტყმულია კავკასიონით, მცირე კავკასიონით, თალიშის მთებითა და ჩრდილოეთ ირანის მთებით. მტკვარ-არაქსის დაბლობი, რომელიც დიდ კავკასიონსა და მცირე კავკასიონს ერთმანეთისგან ჰყოფს, ქვეყნის აღმოსავლეთ ანწილში კასპიის ზღვამდეა გადაჭიმული. ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს კავკასიონი, რომელიც ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ არის გადაჭიმული და ქვეყანას ჩრდილოეთის ცივი ჰაერის მასებისგან იცავს, რაც ხელს უწყობს ქვეყნის მთისწინეთებსა და დაბლობებეზე სუბტროპიკული კლიმატის წარმოქმნას. სხვა მთები და ქედები, რომლებიც აზერბაიჯანს გარს არტყამს, გავლენას ახდენს ჰაერის ცირკულაციაზე. ლანდშაფტის სირთულე იწვევს კლიმატური ზონების ფორმაციასა და ვერტიკალურ კლიმატურ ზონებად დაყოფას.[3]
აზერბაიჯანის დაბლობებსა და მთისწინეთებს დასხივების მაღალი მაჩვენებელი აქვთ. მზე ყოველწლიურად 2200-2400 საათს ანათებს მტკვარ-არაქსის დაბლობზე, აფშერონის ნახევარკუნძულსა და სხვა დაბლობებსა და მთისწინეთებზე. ნახიჩევანის რეგიონში, მდინარე არაქსის დაბლობზე მზის ნათების საშუალო წლიური ხანგრძლივობა 2600-2800 საათია. ღრუბლიანობის მატების გამო მთიან რეგიონებში მზის ნათების საშუალო წლიური ხანგრძლივობა 1900-2200 საათია.[3]
3000 მეტრზე მაღლა მზე წელიწადში 2200-2500 საათს ანათებს. საშუალო წლიური რადიაცია 128-132 კალ/სმ²-ს უტოლდება. მზის რადიაცია დიდ გავლენას ახდენს არაქსის დაბლობზე, 148-150 კალ/სმ². მთებში რადიაციის მაჩვენებელი 152-160 კალ/სმ²-მდე იზრდება. ქვეყნის მთისწინეთებისა და დაბლობების მზის რადიაცია 40-50-კალ/სმ²-ს უტოლდება, ლენქორანში - 50-60 კალ/სმ²-ს, ხოლო მთებში - 15-25 კალ/სმ²-ს.[3]
აზერბაიჯანის კლიმატის ჩამოყალიბებაზე დიდ გავლენას ახდენს სხვადასხვა ტიპის ჰაერის მასები. კლიმატის ჩამოყალიბებაში დიდი როლი აქვს ცივ მასებს: სკანდინავიის არქტიკულ ანტიციკლონებს, ციმბირულ ანტიციკლონებსა და აზორის საზღვაო ციკლონებს. მეორე მხრივ, თბილი მასებიც, როგორიცაა ტროპოკული ცხელი ჰაერის მასები (სუბტროპიკული ანტიციკლონები და სამხრეთული ციკლონები) და ცენტრალური აზიის ანტიციკლონები დიდ როლს თამაშობს. აზერბაიჯანის რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ჰაერის მასები ქვეყანაში სხვადასხვა გზით აღწევენ.[3]
აზერბაიჯანის კლიმატის ჩამოყალიბებაზე დიდ გავლენას ახდენს ტემპერატურა, ნალექიანობა, ღრუბლების საფარი, ტენიანობა და სხვ.
ტემპერატურა და მისი განაწილება აზერბაიჯანში რეგულარულია და დამოკიდებულია ქვეყანაში ჰაერის მასების შესვლასა და განაწილებაზე, რეგიონულ ლანდშაფტსა და კასპიის ზღვასთან სიახლოვეზე. კასპიის ზღვა დიდ გავლენას ახდენს ცენტრალური აზიიდან აზერბაიჯანში შესულ ცხელ და მშრალ ჰაერის მასებზე. მტკვარ-არაქსის დაბლობზე, აფშერონის ნახევარკუნძულსა და ნექორანის დაბლობზე საშუალო წლიური ტემპერატურა 14-15 °C-ია (57–59 °F). მთებში ტემპერატურა იკლებს, საშუალოდ 4–5 °C-ია (39–41 °F) 2000 მეტრის სიმაღლეზე, ხოლო ზღვის დონიდან 3000 მეტრზე 1–2 °C (34–36 °F). აბსოლუტური მინიმუმი − 33 °C (−27.4 °F) და აბსოლუტური მაქსიმუმი ტემპერატურა 46 °C (114.8 °F) ჯულფისა და ორდუბადის რაიონებშია დაფიქსირებული.[1]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.