აზერბაიჯანის ეროვნული პრესის დღე
From Wikipedia, the free encyclopedia
„აზერბაიჯანის ეროვნული პრესის დღე“ — აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრესის მუშაკთა პროფესიული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება რესპუბლიკაში ყოველწლიურად 22 ივლისს.[1]
სწრაფი ფაქტები სხვაგვარად, აღნიშნავენ ...
აზერბაიჯანის ეროვნული პრესის დღე | |
სხვაგვარად | ბეჭდვის დღე |
---|---|
აღნიშნავენ | აზერბაიჯანში |
თარიღი | 22 ივლისს |
ზეიმობა | გაზეთ „ექინჩი“-ს პირველი ნომრის გამოშვებასთან |
დახურვა
აზერბაიჯანული პრესის დამაარსებლად ითვლება ჰასანბეგ ზარდაბი. რთული დაბრკოლებების დაძლევის შემდეგ მან მიაღწია ბაქოში გაზეთის „მხვნელი“-ს („ექინჩი“) გამოშვების ნებართვას აზერბაიჯანულ ენაზე. გაზეთის პირველი გამოშვება მოხდა 1875 წლის 22 ივლისს.
გაზეთ „ექინჩი“-ს გამოშვებას მოჰყვა ძლიერი რეზონანსი მთელ ამიერკავკასიაში. 1875–1876 წლებში გამოშვებულ იქნა გაზეთის მხოლოდ 56 ნომერი. გაზეთ „ექინჩი“-მ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აზერბაიჯანელების ეროვნულ გამოფხიზლებაში.