ავსტრიის მონარქების სია
From Wikipedia, the free encyclopedia
ავსტრიის მონარქების სიაში წარმოდგენილია იმ ადამიანთა სია, რომლებიც მართავდნენ ავსტრიას. თავდაპირველად მათ მარკგრაფების, შემდეგში ჰერცოგების, შემდეგ ერცჰერცოგების, საბოლოოდ კი იმპერატორების წოდება ჰქონდათ. უმეტესწილად ავსტრიელი მონარქები ასევე ატარებდნენ საღვთო რომის იმპერიის, უნგრეთის, გალიციის, ბოჰემიის, ხორვატიის, მილანის, ნიდერლანდების, ნეაპოლის, სიცილიის, ხორვატიის და კიდევ სხვა მრავალი სახელმწიფოს მეთაურის წოდებას. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მთელი ისტორიის მანძილზე, ავსტრიის მხოლოდ ერთი მონარქი იყო ქალი.