![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/6/67/Ukraine_relief_location_map.jpg/640px-Ukraine_relief_location_map.jpg&w=640&q=50)
ავერიანის ტბა
From Wikipedia, the free encyclopedia
ავერიანის ტბა (უკრ. Авер'янівське озеро), ბურიაკი (უკრ. Буряки) — ტბა უკრაინაში, ხერსონის ოლქის ჰენიჩესკის რაიონის სოფელ ზაოზერნეს სიახლოვეს. სიგრძე 2 კმ, სიგანე 1 კმ-მდე, ფართობი 1,7 კმ², სიღრმე 1,5 მეტრამდე. ნაპირები დაცემული და დაჭაობებულია. ტბის ქვაბული ლაგუნური წარმოშობისაა, აქვს მოგრძო-ოვალური ფორმა. იკვებება მიწისქვეშა წყლებით და, ნაწილობრივ, ატმოსფერული ნალექებით. წყალი მინერალიზებულია (20-ზე მეტი გ/ლ). ფსკერი დაფარულია ლამით. ნაპირებზე იზრდება ლელი, ისლი; ტბაში — წყალმცენარეები, ბევრია მოლუსკები და სხვა უხერხემლოები. წყალს იყენებენ ტექნიკური საჭიროებებისთვის.[1]
სწრაფი ფაქტები ავერიანის ტბა ...
ავერიანის ტბა | |
---|---|
უკრ. Авер'янівське озеро | |
კოორდინატები: 46°13′49″ ჩ. გ. 34°21′33″ ა. გ. | |
მდებარეობა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ხერსონის ოლქი |
სიგრძე | 2 კმ |
სიგანე | 1 კმ |
ფართობი | 1,7 კმ² |
მაქსიმალური სიღრმე | 1,5 მ |
მარილიანობა | 20 ‰ |
დახურვა