ადიგეისკი
ქალაქი რუსეთში, ადიღეის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში / From Wikipedia, the free encyclopedia
ადიგეისკი[2] (რუს. Адыгейск, ადიღ. Адыгэкъал[3]) — ქალაქი რუსეთში, ადიღეის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ადიგეისკის საქალაქო ოკრუგის ადმინისტრაციული ცენტრი.[4][5] 12 728 მცხოვრები (2019).[1] მდებარეობს კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე, კრასნოდარის წყალსაცავის სანაპიროზე, რკინიგზის სადგურ პსეკუპსიდან 8 კმ-ში. საავტომობილო კვანძი. დაარსდა 1969 წელს როგორც დაბა ადიგეისკი, 1976 წელს გარდაიქმნა ქალაქად და ტეუჩეჟსკი ეწოდა, 1990 წლიდან ახლანდელ სახელს ატარებს. იყო ტეუჩეჟსკის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქში მდებარეობს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ცენტრალურ ნაწილში — კრასნოდარის წყალაცავის აშენების შემდეგ დატბორილი აულების ძეგლი (1999). განვითარებულია ასფალტისა და ბეტონის წარმოება; არის ავეჯისა და მეფრინველეობის ფაბრიკა. წარმოადგენს სასოფლო-სამეორნეო რაიონის ცენტრს.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ადიგეისკი Адыгэкъал | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
ფედერაციის სუბიექტი | ადიღეადიღეს რესპუბლიკა|ადიღე | ||||
კოორდინატები | 44°52′48″ ჩ. გ. 39°11′24″ ა. გ. | ||||
დაარსდა | 1969 | ||||
ადრეული სახელები |
1976 წლამდე — ადიგეისკი 1991 წლამდე — ტაუჩეჟსკი | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1976 | ||||
ფართობი | 31.5 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 45 მეტრი | ||||
კლიმატის ტიპი | ნოტიო კონტინენტური | ||||
ოფიციალური ენა | ადიღეური და რუსული | ||||
მოსახლეობა | 12 728[1] კაცი (2019) | ||||
სიმჭიდროვე | 1012,57 კაცი/კმ² | ||||
ეროვნული შემადგენლობა | ადიღეელები, რუსები | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+3 | ||||
სატელეფონო კოდი | +7 87772 | ||||
საფოსტო ინდექსი | 385 200 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.adigeisk.ru | ||||