![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/13/Princes_Islands.png/640px-Princes_Islands.png&w=640&q=50)
ადალარი
სტამბოლის რაიონი / From Wikipedia, the free encyclopedia
ადალარი (თურქ. Adalar), ასევე ცნობილია, როგორც პრინცის კუნძულები (თურქ. Prens Adaları), სტამბოლის კუნძულები (თურქ. İstanbul Adaları) და წითელი კუნძულები (თურქ. Kızıl Adalar) — არქიპელაგი სტამბოლის სანაპიროზე, თურქეთში, მარმარილოს ზღვაში. კუნძულები ერთობლიობაში წარმოადგენენ სტამბოლის პროვინციის ადალარის რაიონს. ადალარის რაიონის მერია ატილა აითაჩი (სრპ).
რაიონი | |
---|---|
ადალარი თურქ. Adalar თურქ. Prens Adaları თურქ. İstanbul Adaları თურქ. Kızıl Adalar | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
რეგიონი | მარმარილოს ზღვისმარმარილოს ზღვის რეგიონი | მარმარილოს ზღვის |
მუნიციპალიტეტი | სტამბოლი |
კოორდინატები | 40°52′49″ ჩ. გ. 29°05′42″ ა. გ. |
ფართობი | 16 კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+3 |
სატელეფონო კოდი | 216 |
საფოსტო ინდექსი | 349 |
ოფიციალური საიტი | http://www.adalar.gov.tr |
რაიონი შედგება ოთხი დიდი კუნძულისგან: ბიუიუქადა („დიდი კუნძული“) 5.46 კმ² ფართობით, ჰეიბელიადა 2.4 კმ² ფართობით, ბურგაზადა („ციხე-კუნძული“) 1.5 კმ² ფართობით, ქინალიადა 1.3 კმ² ფართობით და ხუთი მცირე ზომის კუნძული: სედეფის კუნძული („დედა-მარგალიტი კუნძული“) 0.157 კმ² ფართობით, იასიადა 0.05 კმ² ფართობით, სილივრიადა 0.05 კმ² ფართობით, ქაშიქადასი („კოვზის კუნძული“) 0.006 კმ² ფართობით და თავშანადა („კურდღლის კუნძული“) 0.004 კმ² ფართობით.