აგტელეკის მღვიმეები და სლოვაკური კარსტი
From Wikipedia, the free encyclopedia
აგტელეკის მღვიმეები და სლოვაკური კარსტი (ინგლ. Caves of Aggtelek Karst and Slovak Karst) — ევროპის ერთ-ერთი უდიდესი კარსტული მღვიმე, შედგება 712 გამოქვაბულებიდან და გავრცელებულია 55.800 ჰა (138,000 აკრი) საერთო ფართობზე, უნგრეთის და სლოვაკეთის საზღვრის გასწვრივ. უნგრეთში აგტელეკს (სიგრძე 15 კმ) ბარადლას უწოდებენ, სლოვაკეთში — დომიცას (სიგრძე 7 კმ).
სწრაფი ფაქტები აგტელეკის მღვიმეები და სლოვაკური კარსტიCaves of Aggtelek Karst and Slovak Karst*, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ...
აგტელეკის მღვიმეები და სლოვაკური კარსტი Caves of Aggtelek Karst and Slovak Karst* | ||
---|---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | ||
ქვეყანა | უნგრეთი სლოვაკეთი | |
ტიპი | ბუნებრივი | |
კრიტერიუმები | viii | |
სია | 725 | |
რეგიონი** | ევროპა | |
კოორდინატები | 48°41′08″ ჩ. გ. 20°58′21″ ა. გ. | |
გაწევრიანების ისტორია | ||
გაწევრიანება | 1995 (მე-19 სესია) | |
გაფართოება | 2000 | - |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
დახურვა
ბარადლა დიდი ხანია ცნობილია, დომიცა 1926 წელს აღმოაჩინეს. აგტელიკში ბევრი ტბა, მდინარე, სტალაგტიტებიანი და სტალაგმიტებიანი მიწისქვეშა დარბაზია. მღვიმე მოწყობილია ტურისტების მისაღებად. 1952 წელს აგტელიკის ახლოს სპეოლოგებმა აღმოაჩინეს დიდი კარსტული მღვიმე, რომელსაც „მშვიდობის მღვიმე“ უწოდეს.