![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/e4/Agrippa_von_Nettesheim.jpg/640px-Agrippa_von_Nettesheim.jpg&w=640&q=50)
აგრიპა ნეტესჰაიმელი
From Wikipedia, the free encyclopedia
აგრიპა ნეტესჰაიმელი (გერმ. Heinrich Cornelius Agrippa von Nettesheim, დ. 14 სექტემბერი, 1486, კელნი — გ. 18 თებერვალი, 1535, გრენობლი) — გერმანელი მოაზროვნე და ჰუმანისტი, თანაუგრძნობდა რეფორმაციას. აქტიურად იბრძოდა კლერიკალიზმის წინააღმდეგ. თეოლოგიური მოსაზრებით ცდილობდა შეეერთებინა ნეოპლატონიზმი, კაბალა, ალქიმია, ასტროლოგია და მაგია. მაგიას ბუნებაზე გაბატონების იარაღად თვლიდა. უნივერსუმში არჩევდა სამ სფეროს — ელემენტების, ვარსკვლავების ცისა და ინტელიგიბილურ ანუ ანგელოზების სფეროს. მისი აზრით, უნივერსუმის შინაგან კავშირს ქმნის მიწიერი სული, რომელიც მეოთხე ელემენტს წარმოადგენს. შემეცნების მიზანია ბუნებაზე გაბატონება. ადამიანი მიკროკოსმოსია და წილი აქვს მსოფლიო ქმედითს ძალაში, ამიტომ საკუთარი თავის შემეცნებით შეუძლია შეიმეცნოს სამყაროს უფრო მაღალი ძალები. მოგვიანო შრომებში აგრიპა ნეტესჰაიმელს დაკარგული აქვს როგორც მაგიის, ისე ფილოსოფიურიური რწმენა და მოითხოვს ღვთიური გამოცხადებით დაკმაყოფილებას. თავისუფალი აზროვნებისათვის აგრიპა ნეტესჰაიმელს ოფიციალური ეკლესია სდევნიდა.
აგრიპა ნეტესჰაიმელი | |
---|---|
გერმ. Heinrich Cornelius Agrippa von Nettesheim Eucalipto Sapiens | |
![]() | |
დაბ. თარიღი | 14 სექტემბერი, 1486[1] [2] |
დაბ. ადგილი | კელნი[3] [2] |
გარდ. თარიღი | 18 თებერვალი, 1535[4] [2] (48 წლის) |
გარდ. ადგილი | გრენობლი[3] [2] |
მოქალაქეობა |
![]() |
საქმიანობა | ასტროლოგი[3] , იურისტი, ასტრონომი, მწერალი[5] , ფილოსოფოსი[2] , ექიმი[3] [2] , თეოლოგი[2] , alchemist, ადვოკატი[2] , დაქირავებული ჯარი[2] და occultist[6] |
ალმა-მატერი | კელნის უნივერსიტეტი |