აგნეს მურჰედი
From Wikipedia, the free encyclopedia
აგნეს რობერტსონ მურჰედი (ინგლ. Agnes Robertson Moorehead; დ. 6 დეკემბერი, 1900 — გ. 30 აპრილი, 1974) — ამერიკელი მსახიობი, რომლის 41 წლიანი კარიერა მოიცავს მუშაობას რადიოში, სცენაზე, კინოსა და ტელევიზიაში.[1] ცნობილია ენდორას შესრულებული როლით, ფანტაზიურ ტელესერიალში, „მოჯადოებული“. გარდა ამისა, აღსანიშნავია მისი სხვა როლებიც, ფილმებში: „მოქალაქე ქეინი“, „მბრწყინვალე ემბერსონები“, „ბნელი პასაჟი“, „ყველაფერი, რაც ზეცას სურს“, „მოცურავე თეატრი“ და „სიჩუმე...სიჩუმე. ტკბილი შარლოტი“.
აგნეს მურჰედი | |
---|---|
მურჰედი 1960-იან წლებში | |
დაბადების სახელი | აგნეს რობერტსონ მურჰედი |
დაბადების თარიღი |
6 დეკემბერი, 1900 მასაჩუსეტსი, აშშ |
გარდაცვალების თარიღი |
30 აპრილი, 1974 (73 წლის) მინესოტა, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1933–1974 |
მეუღლე(ები) |
ჯონ გრიფიტ ლი (იქ. 1930–52) რობერტ ჯისტი (იქ. 1954–58) |
მურჰედს იშვიათად უთამაშია წამყვანი როლები, თუმცა მისმა შესრულებულმა როლებმა მას ერთი პრაიმტაიმ ემი ჯილდო და ორი ოქროს გლობუსი მოაგებინა. ასევე ნომინირდა ოთხ ოსკარზე და ექვს ემი ჯილდოზე. იყო ოსკარის ცერემონიის პირველი ქალი წამყვანი. ტელევიზიაში, დრამებსა და კომედიებში მისმა როლებმა დადებითი შეფასებები მიიღო. შეეძლო ბევრი ტიპის პერსონაჟის როლის მორგება, თუმცა ძირითადად ჰქონდა ამპარტავანი პერსონაჟების როლები.