![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/96/August_Coup_montage.png/640px-August_Coup_montage.png&w=640&q=50)
აგვისტოს პუტჩი
From Wikipedia, the free encyclopedia
აგვისტოს პუტჩი (რუს. Августовский путч) — საბჭოთა კავშირში 1991 წლის 19-21 აგვისტოს განვითარებული მოვლენები, რომლებიც სსრკ-ს ოფიციალური პირებისა და სამთავრობო ორგანოების მიერ შეფასდა როგორც შეთქმულება, სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლების არაკონსტიტუციური მიტაცება.
![]() |
ამ სტატიას ამჟამად აქტიურად არედაქტირებს Jaba1977. გთხოვთ, ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს, სანამ ეს განცხადება არ გაქრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მოხდეს რედაქტირების კონფლიქტი. თარგის ჩასმის თარიღი: ივლისი 12, 2024. მიმდინარეობს სტატიის აქტიური დამუშავება. მომხმარებლის სახელის და თარიღის ავტომატურად მისათითებლად, გამოიყენეთ თარგი {{subst:მუშავდება}} |
აგვისტოს პუტჩი | |||
---|---|---|---|
სსრკ-ის დაშლის პროცესი | |||
![]() | |||
თარიღი | 19-21 აგვისტო, 1991 | ||
ადგილი | მოსკოვი, რსფსრ, სსრკ | ||
მიზნები |
სკკპ-ს ძალაუფლების შენარჩუნება; სუვერენულ სახელმწიფოთა კავშირის შექმნაზე ხელის შეშლა. | ||
მონაწილე მხარეები | |||
| |||
მთავარი ფიგურები | |||
| |||
ჩართული დანაყოფები | |||
| |||
დანაკარგი | |||
| |||
შედეგი |
ГКЧП-ს მარცხი და თვითდაშლა; რსფსრ პრეზიდენტის ბორის ელცინისა და რსფსრ უმაღლესი საბჭოს გამარჯვება; გორბაჩოვის გადადგომა სკკპ ცკ-ის გენერალური მდივნის თანამდებობიდან; სკკპ-მ დაკარგა მმართველი პარტიის სტატუსი; მიხეილ გორბაჩოვის რეალური ძალაუფლებისა და ავტორიტეტის დაკარგვა და მისი გადადგომა; საკავშირო ცენტრის ნგრევა; საკავშირო მთავრობის, სსრკ სახალხო დეპუტატების ყრილობის და სსრკ უმაღლესი საბჭოს, აგრეთვე სსრკ ცენტრალური ხელისუფლების სხვა ორგანოების, მათ შორის სსრკ სუკ-ს ლიკვიდაცია; სსრკ-ის დაშლის გაფორმება, დსთ-ს შექმნა; ჩამოყალიბდა რუსეთი და 14 დამოუკიდებელი სახელმწიფო; დაიწყო რადიკალური ლიბერალური რეფორმები რუსეთში. |
პუტჩი დაიწყო როგორც საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო კომიტეტის (ГКЧП) წევრების მცდელობა, ხელი შეეშალათ რსფსრ-ს, ყაზახეთის სსრ-ს და უზბეკეთის სსრ-ის დელეგაციების მიერ 20 აგვისტოს დაგეგმილ საკავშირო ხელშეკრულებაზე [18] ხელმოწერისათვის. გადატრიალებამ გამოიწვია საკავშირო ხელისუფლების ორგანიოებისა და კომუნისტური პარტიის საბოლოო დისკრედიტაცია.
შეთქმულების წინააღმდეგ მოძრაობას ხელმძღვანელობდნენ რსფსრ-ის პრეზიდენტი ბორის ელცინი და მოსკოვის თეთრ სახლში მდებარე რუსეთის რესპუბლიკური მთავრობის სტრუქტურები. გადატრიალებამდე რამდენიმე თვით ადრე აშშ-ს ადმინისტრაციას ჰქონდა ინფორმაცია მოსალოდნელი გადატრიალების შესახებ[19] და ელცინს აცნობა კიდეც ამის შესახებ.[7]
აგვისტოს პუტჩს საერთო ჯამში შეეწირა ათამდე ადამიანი.