აბულ კალამ აზადი
ინდოელი პოლიტიკოსი / From Wikipedia, the free encyclopedia
მაულანა აბულ კალამ მუჰუდდინ აჰმად აზადი (ურდუ مولانا ابوالکلام محی الدین احمد آزاد, ბენგ. আবুল কালাম মুহিয়ুদ্দিন আহমেদ আজাদ; 11 ნოემბერი, 1888 — 22 თებერვალი, 1958)— ინდოელი პოლიტიკოსი და მეცნიერი. ინდოეთის დამოუკიდებლობის მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და ინდუს-მუსლიმთა ერთიანობის მომხრე. 1912 წლიდან — ინდოეთის ეროვნული კონგრესის პარტიის წევრი.1912 წლიდან 1914 წლამდე მან გამოსცა ანტიბრიტანული გაზეთი „ალ-ჰილალი“ (ნახევარმთვარე). 1919–22 და 1930 წლებში აზადი იყო სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანიის ერთ – ერთი ლიდერი. ინგლისთან მოლაპარაკებების დროს 1942, 1945, 1946 წლებში. ხელმძღვანელობდა ინდოეთის დელეგაციას. იგი გახლავთ თაფსირის— ყურანის განმარტების ავტორი და შრომებისა ურდუს ფილოსოფიასა და ლიტერატურის ისტორიაზე. 1947 წლის აგვისტოში გახდა ინდოეთის განათლების მინისტრი. [1]
მაულანა აბულ კალამ აზადი ურდუ. مولانا ابوالکلام محی الدین احمد آزاد | |
---|---|
დაბადების თარიღი |
11 ნოემბერი, 1888 მექა, ჰიჯაზი, ოსმალეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი |
22 თებერვალი, 1958 (69 წლის) დელი, ინდოეთი |
მოქალაქეობა |
ბრიტანეთის ინდოეთი ინდოეთი |
პროფესია | პოლიტიკოსი, მწერალი, ჟურნალისტი |
ჯილდოები | ბჰარატ რატნა |
ხელმოწერა |
აბულ კალამ აზადს პატივისცემის ნიშნად საყოველთაოდ მოიხსენებენ როგორც მაულანა აზადს; სიტყვა მაულანა — "ჩვენი ოსტატი", ხოლო აზადი (თავისუფალი)—ფსევდონიმია.[2]