აბულხაირი (უმცროსი ჟუზი)
From Wikipedia, the free encyclopedia
აბულხაირი (ყაზახ. Әбілқайыр Мұхаммед Гази бахадүр хан; დ. 1693 — გ 1748) — ყაზახური უმცროსი ჟუზის ხანი (დღევანდელი დასავლეთ ყახაზეთი). მისი მმართველობის პერიოდში უმცროსი ჟუზი მონაწილეობდა ძუნგართა წინააღმდეგ ომში (1723-30), რომელიც ამ უკანასკნელთა ყახაზეთის ტერიტორიებზე შემოსევას მოჰყვა. მისი ხელმძღვანელობით ყახაზებმა ძუნგარების ძალები დაამარცხეს მდ. ბულანტისთან (1726) და ანრაკაის ბრძოლაში (1729).
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბულხაირი. |
ძუნგართა წინააღმდეგ რუსების დახმარების მოსაპოვებლად აბულ ხაირ ხანმა რუსეთის მეფის ქვეშევრდომობა მიიღო 1731 წელს. მოგვიანებით მან სცადა რუსეთის გავლენის შემცირება ყაზახურ უმცროს ჟუზზე.