![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/a4/Gran_sasso.jpg/640px-Gran_sasso.jpg&w=640&q=50)
აბრუცოს აპენინები
From Wikipedia, the free encyclopedia
აბრუცოს აპენინები (იტალ. Appennino Abruzzese; ლათ. abruptus — ციცაბო) — მთები იტალიაში, აპენინის მთების ყველაზე მაღალი და განიერი ნაწილი. შედგება რამდენიმე მასივისაგან: განსასო დ’იტალია (მწვერვალი კორნო-გრანდე, 2912 მ), მაელა (მწვერვალი მონტე-ამარო, 2793 მ) და სხვა. სიგრძე 100 კმ. აგებულია უმთავრესად კირქვებით. განვითარებულია კარსტი. ფერდობები ციცაბოა, დანაწევრებულია ღრმა ხეობებით. შეიმჩნევა მეოთხეული გამყინვარების მკაფიო ნიშნები. ფერდობებზე დაბალი ბუჩქნარია. აქ გაშენებულია აბრუცოს ეროვნული პარკი. აბრუცოს აპენინებს კვეთს ტრანსაპენინის რკინიგზა.
სწრაფი ფაქტები აბრუცოს აპენინები ...
აბრუცოს აპენინები | |
---|---|
![]() | |
კოორდინატები: 42°00′ ჩ. გ. 14°00′ ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
უმაღლესი წერტილი | კორნო-გრანდე |
სიმაღლე | 2912 მ |
სიგრძე | 100 კმ |
დახურვა