From Wikipedia, the free encyclopedia
აბელ პარკერ აპშერი (ინგლ. Abel Parker Upshur; დ. 17 ივნისი, 1790 – გ. 28 თებერვალი, 1844) — ამერიკელი იურისტი, პლანტატორი, მონათმფლობელი, მოსამართლე და პოლიტიკოსი. [5] ათწლეულების განმავლობაში ვირჯინიის შტატში აქტიური პოლიტიკური საქმიანობის შემდეგ გახდა საზღვაო ძალების მდივანი, შემდგომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი პრეზიდენტის ჯონ ტაილერის დროს. გარდაიცვალა 1844 წლის 28 თებერვალს, ერთ-ერთ ხომალდზე იარაღის აფეთქების შედეგად. [6]
აბელ აპშერი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 17 ივნისი, 1790[1] [2] [3] |
დაბადების ადგილი | ნორტჰემფტონის ოლქი |
გარდაცვალების თარიღი | 28 თებერვალი, 1844[1] [2] [3] (53 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | პოტომაკი |
მოქალაქეობა | აშშ |
განათლება | Yale College და პრინსტონის უნივერსიტეტი |
მამა | Capt. Littleton Upshur[4] |
დენიელ აპშერი დაიბადა ნორთჰემპტონის ოლქში ვირჯინიის აღმოსავლეთ სანაპიროზე, 1790 წელს, ენ პარკერისა და ლიტლტონ აპშერის ოჯახში. [7] დაერქვა მამამისის სახელი, რომელიც 1790 წლის 25 მარტს გარდაიცვალა. ბაბუამისი იყო ჯორჯ პარკერი. მისი ძმა ჯორჯ პ. აპშერი (1799-1852) [8] გახდა საზღვაო ძალების გამორჩეული ოფიცერი;
საბაზისო განათლება მიიღო კერძო მასწავლებლებთან მომზადებით, სწავლა განაგრძო პრინსტონის უნივერსიტეტსა და იელის უნივერსიტეტში. [9] [10] სტუდენტების აჯანყებაში მონაწილეობის გამო უნივერსიტეტიდან გარიცხეს, სწავლის დასრულების ნაცვლად გადაწყვიტა რიჩმონდში დაბრუნებულიყო, რათა შეესწავლა სამართალი უილიამ ვირტთან. [7] [11]
აპშერი პირველად დაქორწინდა ელიზაბეტ დენისზე აკომაკის ოლქში, ვირჯინიაში 1817 წლის 26 თებერვალს; იგი გარდაიცვალა მშობიარობისას 1817 წლის 28 ნოემბერს. მეორეჯერ დაქორწინდა თავის მეორე ბიძაშვილზე, [12] ელიზაბეტ ენ ბრაუნზე. წყვილს ჰყავდა ერთი ქალიშვილი, სუზან პარკერ ბრაუნ აპშერი (1826-1858).
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.