აბდილ ფრაშერი
From Wikipedia, the free encyclopedia
აბდილ ფრაშერი(დ. 1 ივნისი, 1839. გ. 23 ოქტომბერი, 1892) — ოსმალური ალბანეთის სახელმწიფო მოხელე და პოლიტიკოსი, ოსმალეთის იმპერიის პირველი კონსტიტუციური ეპოქის დროს და ალბანეთის ეროვნული გამოღვიძების ერთ-ერთი პირველი, პოლიტიკური იდეოლოგი.[2] მისი სიცოცხლის განმავლობაში ფრაშერი ცდილობდა ალბანელებში პატრიოტიზმი და ძლიერი იდენტობა დაენერგა, ალბანურენოვან განათლებასა და ლიტერატურაზე დაფუძნებული რეფორმის პროგრამის ხელშეწყობისას.[3]
აბდილ ფრაშერი | |
---|---|
ალბ. Abdyl Frashëri | |
აბდლი ფრაშერი | |
დაბადების თარიღი | 1 ივნისი, 1839. |
დაბადების ადგილი | ფრაშერი, პერმეტის რაიონი, ალბანეთი. |
გარდაცვალების თარიღი | 23 ოქტომბერი, 1892. |
გარდაცვალების ადგილი | სტამბოლი, თურქეთი. |
საქმიანობა | მწერალი, პოლიტიკოსი. |
მოქალაქეობა | ოსმალეთის იმპერია |
ჯილდოები | Hero of Albania |
მეუღლე | ბალკეზე ფრაშერი. |
შვილ(ებ)ი | მიდ'ჰათ ფრაშერი,[1] ფერიდუნ ფრაშერი, ჰალიდ ფრაშერი. |
ნათესავ(ებ)ი | ნაიმ ფრაშერი(ძმა), სემ ფრაშერი(ძმა), მეჰდი ფრაშერი(ძმისშვილი), ალი სემ იენი(ძმისშვილი). |
ის იყო პრიზენის ლიგის ერთ-ერთი ინიციატორი და გამოჩენილი ლიდერი. იგი გამორჩეული იყო როგორც პოლიტიკური პიროვნება, 1860-იანი წლებიდან. მან დააარსა სტამბოლში ალბანეთის უფლებების დაცვის ცენტრალური კომიტეტი. გარდა ამისა, იგი მსახურობდა იანას ვილაეტის არჩეულ წარმომადგენელად ოსმალეთის პარლამენტში პირველი კონსტიტუციური ეპოქის დროს, 1876–1877 წლებში.[4] კომუნისტური რეჟიმის დროს იგი ალბანეთის გმირად გამოაცხადეს.