ენის პროცესირება ტვინში
From Wikipedia, the free encyclopedia
ენის პროცესირება მოიაზრებს ადამიანების მიერ სიტყვების გამოყენებას იდეებისა და გრძნობების გადმოსაცემად და ასევე იმას, თუ როგორ ხდება ამგვარი კომუნიკაციის დამუშავება და გაგება. ამდენად, ენის პროცესირება გულისხმობს ტვინის მიერ ენის შექმნასა და გაგებას. ბოლოდროინდელი თეორიების მიხედვით, აღნიშნული პროცესი მთლიანად ტვინში მიმდინარეობს და მას ტვინი განაგებს. გარდა ამისა, ენის პროცესირების ჩამოყალიბებაში მონაწილეობენ გარემო ფაქტორებიც.
ენის პროცესიერება ადამიანის სახეობისათვის ერთ-ერთი, შეიძლება ითქვას ყველაზე დამახასიათებელი უნარია. მიუხედავად ამისა, მასზე არსებული ინფორმაცია მწირია და საკვლევად დიდ მასალას წარმოადგენს. ტვინის აღნიშნული ნაწილი აგრეთვე აუმჯობესებს ენის შემსწავლელთა მიერ გამოყენებულ დასწავლისა და აზროვნების გზებს.
აღნიშნულ თემაზე დღესდღეობით არსებული ცოდნა მომდინარეობს პაციენტებისგან, რომელთაც მიუღიათ გარკვეული ტიპის თავის ქალის სერიოზული დაზიანება, იქნება ეს გარე (ტყვიით მიყენებული დაზიანება, ჭრილობები) თუ შიდა (ინფარქტი, სიმსივნე, დეგენერაციული დაავადებები) დაზიანება.
კვლევებმა აჩვენა, რომ ენის პროცესირების უმეტესი ფუნქციები თავის ტვინის ქერქში მიმდინარეობს. ქერქის ენის უბნების მთავარ ფუნქციას სიმბოლური რეპრეზენტაცია წარმოადგენს. ენის სხვადასხვა ფორმის არსებობის მიუხედავად, ყველა მათგანი სიმბოლურ რეპრეზენტაციაზეა დაფუძნებული.[1]