ჯაშუში (ტელესერიალი)
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯაშუში (ინგლ. Alias) — ჯეი ჯეი აბრამსის იდეის მიხედვით შექმნილი ამერიკული ტელესერიალი. მისი ჩვენება 5 სეზონის განმავლობაში (30 სექტემბერი, 2001—22 მაისი, 2006) მიმდინარეობდა, ABC–ს ეთერში. ფილმის მთავარი გმირია SD-6-ის და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ორმაგი აგენტი სიდნი ბრისტოუ, რომელსაც ჯენიფერ გარნერი განასახიერებს.
ჯაშუში | |
---|---|
ჟანრი |
მოქმედებითი დრამა თრილერი |
რეჟისორი | ჯეი ჯეი აბრამსი |
მონაწილეობენ |
ჯენიფერ გარნერი რონ რიფკინი მაიკლ ვართანი ბრედლი კუპერი მერინ დანგი კარლ ლამბლი კევინ ვაისმანი ვიქტორ გარბერი დევიდ ანდერსი ლენა ოლინი მელისა ჯორჯი გრეგ გრანბერგი მია მაესტრო რეიჩელ ნიკოლსი ელოდი ბოუჩეზი ბალთაზარ გეტი ამი აკერი |
კომპოზიტორ(ებ)ი | მაიკლ ჯაკინო |
სეზონი | 5 |
ეპიზოდი | 105 (ეპიზოდების სია) |
წარმოება | |
ადგილ(ებ)ი | უოლტ დისნეის სტუდია, ბერბანკი, კალიფორნია (გადაღების ძირითადი ადგილი) |
ხანგრძლივობა | 42 – 45 წთ. |
კომპანია |
Bad Robot Productions Touchstone Television |
ორიგინალური არხი | ABC |
ეთერში | 30 სექტემბერი, 2001 (2001-09-30) — 22 მაისი, 2006 (2006-05-22) |
რესურსები ინტერნეტში |
სერიალი მოგვითხრობს სიდნის ორმაგ ცხოვრებაზე. მეგობრებთან და ახლობლებთან მას თავისი ნამდვილი საქმიანობის დამალვა უწევს. ის მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ურთულეს მისიებს ასრულებს, რომლებიც ყოველ ჯერზე უფრო სანახაობრივი ხდება. ფილმის ერთ–ერთი მთავარი თემაა რენესანსის ეპოქის გამომგონებლის მაილო რამბალდის (ლეონარდო და ვინჩისა და ნოსტრადამუსის პროტოტიპი, გამოგონილი პიროვნება.) ხელნაწერების შეგროვება. სიუჟეტისა და სერიალში გამოყენებული ზოგიერთი ტექნოლოგიის გამო ფილმი მიაკუთვნეს სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრს.
საქართველოში სერიალის სრული ვერსია აჩვენა ტელეკომპანია მზემ, ხოლო რუსთავი 2–სა და ტელეკომპანია საქართველოს ეთერში გავიდა სერიალის მხოლოდ 1–ლი და მე–2 სეზონი.