მარიამ ღვთისმშობელი
From Wikipedia, the free encyclopedia
მარიამ ღვთისმშობელი, ქალწული მარიამი, დედა ღვთისა მარიამი (იუდეურ-არამ. מרים მარიამ „მწარე“; არაბ. مريم (მარიამ); ბერძნ. Μαριάμ, მარიამ, Μαρία, მარია) — ახალი აღთქმის თანახმად იყო იესო ნაზარეველის დედა, რომელიც მისი დაბადების ჟამს იოსების ცოლი იყო (მათე 1:18-20, ლუკა 1:35). არაკანონიკური ნაშრომების თანახმად მისი მშობლები იყვნენ იოაკიმი და ანა, შემდეგში წმინდანებად შერაცხილი. ლუკას სახარების თანახმად მარიამმა ანგელოზი გაბრიელ მთავარანგელოზისგან შეიტყო მასში იესოს ჩასახვის შესახებ სულიწმინდის მეშვეობით.
ყურადღება: ეს სტატია/სექცია შეიცავს ფრაგმენტებს, რომლებიც არ იცავს მიუკერძოებლობის პრინციპს. |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ტერმინს „ღვთისმშობელი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ღვთისმშობელი (ბორჯომის მუნიციპალიტეტი). |
მარიამ ღვთისმშობელი ܡܪܝܡ და מרים | |
---|---|
დაიბადა |
ძვ. წ. I საუკუნე Tzippori ან იერუსალიმი |
გარდაიცვალა |
I საუკუნე ან 48 უცნობი |
დასაფლავებულია | ღვთისმშობლის საფლავი |
ხსენების დღე | 15 აგვისტო |
ენა | Imperial Aramaic |
ეროვნება | ებრაელები |
მეუღლე | იოსებ დამწინდველი[1] |
შვილ(ებ)ი | იესო ქრისტე |
მარიამი ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული წმინდანია ქრისტიანულ სარწმუნოებაში, განსაკუთრებით რომალ კათოლიკებსა და მართლმადიდებლებს შორის. ქრისტიანული თეოლოგიის ნაწილი, რომელიც მარიამს ეხება ცნობილია როგორც მარიოლოგია. მარიამის ამქვეყნად მოვლენას მართლმადიდებლები, კათოლიკები და ანგლიკენური ეკლესია ყოველი წლის 8 სექტემბერს აღნიშნავს.