ქაბული
From Wikipedia, the free encyclopedia
ქაბული (სპარს. کابل Kâb'l; რომანიზებული სპარსული ენა K :bol, პუშტუ და დარი: کابل, რომანიზებული: Kbəl) — ავღანეთის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი, რომელიც მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში. ის ასევე არის მუნიციპალიტეტი, რომელიც წარმოადგენს დიდი ქაბულის პროვინციის ნაწილს და იყოფა 22 ოლქად. 2020 წლის შეფასებით, ქაბულის მოსახლეობა 4.222 მილიონს შეადგენს და მოიცავს ავღანეთის ყველა მთავარ ეთნიკურ ჯგუფს, რომელთა ძირითად ნაწილს პაშტუნები, ტაჯიკები და ხაზარები შეადგენენ. ქაბული ავღანეთის ერთადერთი ქალაქია, რომლის მოსახლეობაც 1 მილიონზე მეტი ადამიანია. სწრაფმა ურბანიზაციამ ქაბული მსოფლიოს 75-ე უმსხვილეს ქალაქად აქცია. ქაბული წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრს, რომელიც მდებარეობს მდ. ქაბულის ვიწრო ხეობაში. იგი დაკავშირებულია ტაჯიკეთის საზღვართან გვირაბით. გვირაბი გადის ჰინდი ყუშის მთების ქვეშ და მდებარეობს დაახლოებით 1800 მეტრი სიმაღლეზე ზღვის დონიდან. ქაბული მსოფლიოს ერთ-ერთი უმაღლეს წერტილზე მდებარე დედაქალაქია. ქაბული ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, ვარაუდობენ, რომ მისი ასაკი დაახლოებით, 3500 წელია, ისტორიულ წყაროებში იგი მოიხსენება ჯერ კიდევ აქემენიდების პერიოდის სპარსეთიდან. ქაბული შედიოდა, ასევე, სელევკიდების, მაურიების, ქუშანების, ქაბულის შაჰების, საფარიდების, სამანიდების, ღაზნევიდების, ღურიდების, ხვარაზმშაჰთა, ქარლუღიდების, ხალჯების, თემურიდების, დიდი მოგოლების და ჰოტაკების იმპერიებში, სანამ საბოლოოდ არ შევიდა დურანის იმპერიის (ასევე, ცნობილი როგორც „ავღანეთის იმპერია“) შემადგენლობაში 1747 წელს. ქაბული ავღანეთის დედაქალაქი გახდა 1776 წელს, თემურ შაჰ დურანის ვაჟის, აჰმად-შაჰ დურანის მეფობისას.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ქაბული کابل | |||
| |||
ქვეყანა | ავღანეთი | ||
დაქვემდებარება | დედაქალაქი | ||
კოორდინატები | 34°32′00″ ჩ. გ. 69°10′00″ ა. გ. | ||
ქალაქის მერი | ჰამდულა ნომანი | ||
დაარსდა | 1200 | ||
ფართობი | 275 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 1,790 მ | ||
მოსახლეობა | 2,994,000 კაცი (2005) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+4:30 | ||
სატელეფონო კოდი | +93 20 | ||
XIX საუკუნის დასაწყისში ქალაქი დაიპყრეს ინგლისელებმა, მაგრამ საგარეო ურთიერთობებიდან გამომდინარე მათ ავღანეთიდან ყველა საჯარისო შენაერთი გამოიყვანეს. 1979 წლიდან იგი დაიპყრეს საბჭოთა ძალებმა, მაგრამ 1988 წელს ჟენევის შეთანხმების შედეგად საბჭოთა არმიაც გამოვიდა ქალაქიდან.
1990-იანი წლებიდან დაწყებულმა სამოქალაქო ომმა ქალაქის დიდი ნაწილი დაანგრია, რამაც მრავალრიცხოვანი მსხვერპლი გამოიწვია. 2001 წლიდან ქალაქი საბოლოოდ განახლდა. ქაბული ცნობილია თავისი ბაღებით, სასახლეებითა და ბაზრებით. განსაკუთრებით ცნობილია ბაბურის ბაღები და დარ-ულ-ამანის ნეოკლასიკური სტილის სასახლე. მიუხედავად ქალაქში ხშირი ტერორისტული თავდასხმებისა, რომლებსაც ძირითადად, თალიბი მეამბოხეები ახორციელებდნენ, ქალაქი აგრძელებს განვითარებას. ის 2012 წლის მდგომარეობით მეხუთე ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქალაქია მსოფლიოში.